გრანტები ინოვაციური სტარტაპებისთვის საქართველოში: წარადგინეთ განაცხადი 27 დეკემბრამდე

  • თარიღი: 23/12/19
  • გააზიარეთ:

საქართველოში არსებულ მცირე საწარმოებს 27 დეკემბრამდე აქვთ შესაძლებლობა განაცხადის შესატანად სტარტაპების გრანტებზე, რომლებსაც აფინანსებს საქართველოს  ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო (GITA).

პროგრამის მიზანია საერთაშორისო პოტენციალის მქონე ინოვაციების სტიმულირება საქართველოს ეკონომიკაში ინოვაციური პროდუქტების და მომსახურების განვითარების და კომერციალიზაციის გზით.

სტარტაპების თანადაფინანსების გრანტები გაიცემა კერძო და მცირე საწარმოებზე, რომლებიც საქართველოში ბოლო ორი წლის განმავლობაში ჩამოყალიბდა. განაცხადის შეტანა შეუძლიათ ასევე ფიზიკურ პირებს, მაგრამ მათი შერჩევის შემთხვევაში მათ მოეთხოვებათ იურიდიული ბიზნეს-ერთეულის რეგისტრაცია კონტრაქტის ხელმოწერამდე.

სტარტაპების თანადაფინანსების გრანტებით საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს (GITA) მიერ გაცემული დაფინანსება განკუთვნილია მაქსიმუმ ერთწლიანი პერიოდისთვის და ის არ უნდა აღემატებოდეს დამტკიცებული მთლიანი საპროექტო ბიუჯეტის 90%-ს და 100,000 ლარს. საპროექტო ბიუჯეტის მინიმუმ 10% უზრუნველყოფილი უნდა იყოს ნაღდი ფულით აპლიკანტის ან სხვა კერძო წყაროების მიერ.

თანადაფინანსების გრანტების სახელმძღვანელო (The Matching Grants Manual) და პროგრამის სხვა დოკუმენტაცია ასევე ხელმისაწვდომია ამ გვერდზე.

წინადადებების წარდგენის ბოლო ვადაა  2019 წლის 27 დეკემბერი.ინფორმაცია პროექტების კონკურსის შესახებ

ახალი ამბები

იხილეთ ყველა