გაინტერესებთ მაღალტექნოლოგიური ინოვაციები? მიიღეთ მონაწილეობა ევროკავშირის პროგრამაში STARTUP3 Accelerator – განაცხადები მიიღება 20 აპრილამდე

  • თარიღი: 10/04/20
  • გააზიარეთ:

ხართ ნოვატორი, სტარტაპი ან მცირე ან საშუალო საწარმო? გაინტერესებთ ევროპის ეკონომიკის ან მრეწველობის ნებისმიერ სექტორში ისეთი მაღალტექნოლოგიური ინოვაციების გამოყენება, როგორიცაა საგნების ინტერნეტი (IoT), ხელოვნური ინტელექტი, ბლოკჩეინი, ვირტუალური რეალობა, და სხვა? თქვენი ბიზნესი ან პროექტი უკვე მოიცავს მაღალტექნოლოგიურ გადაწყვეტას? თუ ზემოაღნიშნულ რომელიმე კითხვაზე პასუხია “დიახ”, ამ შემთხვევაში ჩაერთეთ პროგრამაში STARTUP3 Accelerator , რომელსაც აფინანსებს ევროკავშირის პროგრამა “ჰორიზონტი 2020” (H2020).

პროგრამაში STARTUP3 Accelerator მონაწილეობა შეუძლიათ H2020-დაკავშირებულ ქვეყნებს; ეს ქვეყნებია მოლდოვა, საქართველო, სომხეთი და უკრაინა.

განაცხადების მიღების საბოლოო ვადაა 20 აპრილი.

ბაზრის რეალური მოთხოვნების საფუძველზე, პროექტი STARTUP3 აშენებს და ხელს უწყობს ღია და თანამშრომლობით ეკოსისტემას დიდი გავლენის მქონე მაღალტექნოლოგიური ნოვატორების და კორპორაციებისთვის, და მოქმედებს, როგორც სახელმწიფოთაშორისი/სექტორული მარკეტმეიკერი.

განავითარეთ თქვენი იდეა ან გადაწყვეტა პროგრამასთან STARTUP3 Business and Growth ერთად, და დაამყარეთ სრულყოფილი აუცილებელი კავშირები თქვენს საქმიანობას, კორპორაციებს და ინვესტორებს შორის პლატფორმით STARTUP3 Cooperation Platform!დამატებითი ინფორმაცია https://startup3.eu

ახალი ამბები

იხილეთ ყველა