ევროპის ერთ-ერთი უმთავრესი ღონისძიება კიბერუსაფრთხოების და ციფრული სანდოობის საკითხებზე, კიბერუსაფრთხოების საერთაშორისო ფორუმი (FIC), 2020 წლის 28, 29 და 30 იანვარს საფრანგეთის ქალაქ ლილში ჩატარდება.
ფორუმი ტარდება არა მარტო განხილვებისა და გაცვლების ხელშეწყობის მიზნით ევროპული კიბერუსაფრთხოების ეკოსისტემაში; ის ასევე წარმოადგენს სავაჭრო გამოფენას კიბერუსაფრთხოების ტექნოლოგიების მყიდველებისა და მომწოდებლებისთვის. ბოლო ფორუმმა უმასპინძლა 10,000-მდე სტუმარს 80 ქვეყნიდან.
წლევანდელი ფორუმის თემაა: “ადამიანი – პრიორიტეტი კიბერუსაფრთხოებისათვის ”.
კიბერუსაფრთხოების საერთაშორისო ფორუმის (FIC) ამოცანები:
- დისკუსიების დაწყება კიბერუსაფრთხოების საკითხებზე ისეთი პროფესიების წარმომადგენელთა შეხვედრის საშუალებით, როგორიცაა ციფრული ტრანსფორმაციის მონაწილე მხარეები, რისკის მენეჯმენტის სპეციალისტები, უსაფრთხოების ექსპერტები, არქიტექტორები, მშენებლები, იურისტები…
- ევროპული კიბერუსაფრთხოების ბაზრის განვითარების დაჩქარება.
- ინოვაციების ხელშეწყობა ციფრული სანდოობის სამსახურში
- კიბერუსაფრთხოებისადმი ჰოლისტური მიდგომის ხელშეწყობა ორგანიზაციების მხარდასაჭერად მათი ციფრული ტრანსფორმაციის პროცესში.
- კიბერუსაფრთხოების მიმართ “ზემოდან ქვემოთ” და “ქვემოდან ზემოთ” კომბინირებული მიდგომის მხარდაჭერა
- თანამშრომლობის ჩამოყალიბება სხვადასხვა ეკოსისტემას შორის, რაც განხორციელდება კავშირების დამყარებით კერძო და საჯარო სექტორებს შორის, მრეწველობასა და აკადემიურ წრეებს შორის, ფუნქციებსა და “დარგებს” შორის.