ელექტრონულ მონაცემთა გაცვლის ოპერაციულად თავსებადი, უსაფრთხო და სანდო ახალი გზის შემოღება ე-მიწოდების საშუალებით

  • თარიღი: 09/10/20
  • გააზიარეთ:

რას წარმოადგენს ინფორმაციის გაცვლა ციფრული მიწოდების მეთოდის გარეშე?

დღესდღეობით, როდესაც კომპანიას სურს ანგარიშ-ფაქტურის გაგზავნა პარტნიორთან საზღვარგარეთ, ანგარიშფაქტურა გაიცემა ქაღალდის ფორმატში სტანდარტიზაციის არარსებობის გამო. ეს ნიშნავს, რომ წარმოებს დოკუმენტის ფიზიკურად დაბეჭდვა, მისი ხელმოწერა და გაგზავნა. ზოგიერთ შემთხვევაში ფიზიკურ ანგარიშ-ფაქტურას თან ახლავს დოკუმენტების სკანირებული ვერსიები.

პრაქტიკაში, მონაცემთა და დოკუმენტების გაცვლის ეს ტიპი, რომელსაც არა აქვს საერთო სტრუქტურა და უსაფრთხო ციფრული გადაწყვეტა, უამრავ ხარვეზს და გართულებას მოიცავს, კერძოდ:

  • დამატებითი ტვირთი ფინანსური და ადამიანური რესურსების სახით: მონაცემთა გაცვლაში მონაწილე ორგანიზაციები იძულებულები არიან  გააკეთონ დროის და ფინანსების ინვესტირება, გამოყონ დამატებითი ადამიანური კაპიტალი, რათა განახორციელონ პირდაპირი კავშირი მათ საინფორმაციო სისტემებს შორის.
  • შეფერხებების ჯაჭვი: მონაცემთა გაცვლა ქაღალდის საშუალებით იწვევს მთელ რიგ შეფერხებებს – შეფერხებებს ფიზიკური დოკუმენტების მიღებისას, რაც თავის მხრივ იწვევს დაგვიანებულ  გადახდებს, საქონლის და მომსახურების მიწოდების გადადებას და შემოსავლების პოტენციურ კარგვას.
  • მონაცემების და ბიზნესის საფრთხეში ჩაგდება: მონაცემების გაზიარება ელექტრონული ფოსტით უსაფრთხო ციფრული მეთოდების გარეშე საფრთხეს უქმნის არა მარტო გაცვლილ მონაცემებს, არამედ ასევე მთელ ბიზნესს.

რა ალტერნატივები არსებობს?

ქაღალდზე დამყარებული მონაცემთა გაცვლის პრობლემური ბუნება უკვე განსაზღვრულია ევროკავშირის მიერ. ამის გამო ევროკომისიამ შეიმუშავა ევროპის დამაკავშირებელი მექანიზმის (CEF) ე-მიწოდების შემადგენელი ნაწილები. აღნიშნულის მიზანია ხელი შეუწყოს ციფრული საჯარო მომსახურების მიწოდებას იმით, რომ ეხმარება კერძო და სახელმწიფო ორგანიზაციებს ელექტრონულ მონაცემთა გაცვლაში ქვეყნებს და სექტორებს შორის ოპერაციულად თავსებადი, უსაფრთხო, სანდო და საიმედო გზით. ე-მიწოდების გამოყენებით ქსელის კვანძი ხდება ყველა მონაწილე, და იყენებს სტანდარტულ სატრანსპორტო პროტოკოლებს და უსაფრთხოების პოლიტიკას.

მსოფლიოს 35-ზე მეტი ქვეყანა უკვე იყენებს 60-მეტ ე-მიწოდების ტერმინალს.  ზოგიერთი ქვეყანა სტაბილურად იყენებს ე-მიწოდებას სხვადასხვა სექტორში ეროვნულ დონეზე, მაგ. დანიამ და ნორვეგიამ დააკანონეს მოთხოვნა, რომლის მიხედვით  სახელმწიფო შესყიდვების პროცესში სახელმწიფო უწყებებში ელექტრონული ანგარიშფაქტურები უნდა გაიგზავნოს.

უფრო მეტიც, კერძო და სახელმწიფო ორგანიზაციების მიერ გაცვლილი დოკუმენტების მოცულობის მნიშვნელოვანი ზრდა ასევე მიუთითებს ე-მიწოდების მეთოდის სარგებლიანობაზე. ევროპის დამაკავშირებელი მექანიზმის (CEF) მონაცემების მიხედვით, გასული ხუთ წლის განმავლობაში ე-მიწოდების საშუალებით გაცვლილი დოკუმენტების რაოდენობა 2015 წლის მე-3 კვარტალში არსებული 5 მილიონამდე დოკუმენტიდან 2020 წლის მეორე კვარტალში 405 მილიონ დოკუმენტამდე გაიზარდა. მოსალოდნელია, რომ გაცვლილი დოკუმენტების რაოდენობა კიდევ უფრო გაიზრდება. 

ე-მიწოდების საპილოტე პროექტი – შესაძლებლობა აღმოსავლეთ პარტნიორობისთვის პროგრამა EU4Digital ასევე აანალიზებს ტრანსსასაზღვრო ელექტრონული მონაცემების გაცვლასთან დაკავშირებულ გართულებებს. არსებული ხარვეზების გამოსწორების

მხარდასაჭერად, დაგეგმილია ანგარიშ-ფაქტურის მონაცემთა გაცვლის ე-მიწოდების პილოტირება უკრაინელ და პოლონელ ბიზნეს-პარტნიორებს შორის.

საპილოტე პროექტში ანგარიშ-ფაქტურების ჩვეულებრივად გაცემის პარალელურად, მონაწილე კომპანიები ანგარიშ-ფაქტურის სტანდარტიზებულ მონაცემებს ე-მიწოდების არხის საშუალებით გაცვლიან. საჭირო პროგრამული უზრუნველყოფა განთავსდება იჯარით აღებულ “ქლაუდ” პლატფორმაზე. გეგმის მიხედვით საპილოტე პროექტი 2020 წლის ოქტომბრიდან ნოემბრამდე განხორციელდება.

საპილოტე პროექტის წარმატებით განხორციელების უზრუნველსაყოფად, მასში მონაწილეობენ შემდეგი მხარეები:

პანევრონული ონლაინ სახელმწიფო შესყიდვების (Peppol) სატესტო ე-მიწოდების ქსელი გამოყენებული იქნება ზოგადი ბიზნეს-პროცესების სერიის და მონაცემთა გაცვლის ტექნიკური სტანდარტების შემოღებისთვის ე-მიწოდების საპილოტე პროექტში. კონკრეტულად, გამოყენებული იქნება Peppol BIS Billing 3.0 სტანდარტი ელექტრონული ანგარიშ-ფაქტურებისთვის. ეს სტანდარტი ასევე თავსებადია ელექტრონული ანგარიშ-ფაქტურის ევროპულ სტანდარტთან, და ამიტომ თუ ანგარიშ-ფაქტურა შეესაბამება BIS მოთხოვნებს, ის ასევე ითვლება თავსებადად ევროკავშირის დირექტივასთან 2014/55 ელექტრონული ანგარიშ-ფაქტურების შესახებ.

მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ მხარეების მიერთება Peppol ე-მიწოდების ქსელთან დაუყოვნებლივ აძლევს მათ ელექტრონული მონაცემების გაცვლის საშუალებას ქსელის წევრებთან ევროკავშირში და მის ფარგლებს გარეთ.

ე-მიწოდების საპილოტე ინიციატივას, რომელსაც მართავს პროგრამა EU4Digital, რამდენიმე მიზანი აქვს:

  • ევროკავშირის საუკეთესო პრაქტიკის შემოღება ტრანსსასაზღვრო ელექტრონული მონაცემთა გაცვლისთვის აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში;
  • მონაწილე კომპანიების უნარის ტესტირება ე-მიწოდებით გაცვლილი ანგარიშ-ფაქტურების მონაცემთა გაგზავნის და მიღების კუთხით;
  • ე-მიწოდების არხით ანგარიშ-ფაქტურების მონაცემთა გაცვლის საწყისი ბაზის შექმნა და ტესტირება, შემდეგ კი რეკომენდაციების გაცემა საჭირო იურიდიული, საორგანიზაციო და ტექნიკური ცვლილებების შესახებ პილოტირებული ე-მიწოდების მეთოდის დასამტკიცებლად ეროვნულ დონეზე.

რა არის დაგეგმილი სამომავლოდ?

პროგრამის EU4Digital ექსპერტთა გუნდი აქტიურად მუშაობდა მოსამზადებელი ღონისძიებების დასამთავრებლად საპილოტე პროექტის წარმატებით დაწყებისთვის. ე-მიწოდების საპილოტე პროექტი უკრაინასა და პოლონეთს შორის 2020 წლის 9 ოქტომბერს იწყება..

გარდა ამისა, გათვალისწინებულია საპილოტე პროექტის გაგრძელება – აღმოსავლეთ პარტნიორობის შიდა სცენარით.

მნიშვნელოვანია იმის ხაზგასმა, რომ ე-მიწოდების პროექტი ახორციელებს არა მარტო ანგარიშ-ფაქტურის მონაცემთა გაცვლის ტექნიკურ ტესტირებას ციფრული არხებით. ის გავლენას ახდენს გაცილებით უფრო ფართო ეკოსისტემაზე, რომელიც მოიცავს სტანდარტებს, პროცესებს, კანონმდებლობას და ორგანიზაციულ სტრუქტურასაც კი. მთელი პროცესის განმავლობაში პროგრამის EU4Digital გუნდი მხარს დაუჭერს და განსაზღვრავს, თუ რა არის საჭირო პროცესის გასაუმჯობესებლად ე-მიწოდების მეთოდის სრულმასშტაბიანი განხორციელებისთვის აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში. შესაბამისად, პროგრამა EU4Digital მოამზადებს რეკომენდაციებს  აუცილებელი იურიდიული, საორგანიზაციო და ტექნიკური ცვლილებების შესახებ, რომლებიც ხელმისაწვდომი იქნება აღმოსავლეთ პარტნიორობის ყველა ქვეყნისთვის.იხილეთ ასევე: ე-მიწოდების საპილოტე პროექტი იწყება


წარმატების ისტორიები

იხილეთ ყველა