ტელეკომუნიკაციის საერთაშორისო კავშირი (ITU) და აღმოსავლეთ პარტნიორობის ელექტრონული კომუნიკაციების მარეგულირებელთა ქსელი (EaPeReg) ერთიანი ძალით გააძლიერებენ საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების გავლენას მდგრად განვითარებაზე

  • თარიღი: 20/05/20
  • გააზიარეთ:

ტელეკომუნიკაციის საერთაშორისო კავშირმა (ITU) და აღმოსავლეთ პარტნიორობის ელექტრონული კომუნიკაციების მარეგულირებელთა ქსელმა (EaPeReg) ხელი მოაწერეს ურთიერთგაგების მემორანდუმს თანამშრომლობის მაღალი დონის ჩარჩოს ჩამოსაყალიბებლად ამ ორ ორგანიზაციას შორის საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების (ICT) სფეროში.

ტელეკომუნიკაციების საერთაშორისო კავშირი ITU არის გაეროს საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების სპეციალიზებული სააგენტო. აღმოსავლეთ პარტნიორობის ელექტრონული კომუნიკაციების მარეგულირებელთა ქსელი(EaPeReg) წარმოადგენს ეროვნული მარეგულირებელი ორგანოების დამოუკიდებელ პლატფორმას ელექტრონული კომუნიკაციების ქსელის და სერვისებისთვის აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში (აზერბაიჯანი, ბელარუსი, მოლდოვა, საქართველო, სომხეთი და უკრაინა).

ITU-ს და EaPeReg-ს აქვთ საერთო მიზნები, მაგ. ხელშემწყობი გარემოს შექმნა ტელეკომუნიკაციების/საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების განვითარებისთვის, ინვესტიციების და ინოვაციების მხარდაჭერით ICT ინფრასტრუქტურებსა და სერვისებში.

მემორანდუმის მიზანია მაღალი დონის, არაექსკლუზიური ჩარჩოს ჩამოყალიბება ურთიერთთანამშრომლობისთვის საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების სფეროში, ასევე პირობების შექმნა ამ თანამშრომლობის განვითარებისთვის, მათ შორის შემდეგი საშუალებებით:

  • ანგარიშების და სახელმძღვანელო რეკომენდაციების გაზიარება საუკეთესო სარეგულაციო პრაქტიკის შესახებ და მაგალითების ანალიზი შესაბამის თემებზე;
  • მონაწილეობა შესაბამის შეხვედრებში, რომელთა შორისაა მარეგულირებელთა გლობალური სიმპოზიუმი (GSR), მარეგულირებელთა რეგიონული ფორუმები, რეგიონული ეკონომიკური დიალოგები, ტელეკომუნიკაციის საერთაშორისო კავშირის (ITU) სასწავლო ჯგუფები და ფოკუს ჯგუფები, ექსპერტთა სამუშაო ჯგუფების თემატური სემინარები და შეხვედრები;
  • ერთობლივი საქმიანობის განხორციელება, მაგ. თემატური შეხვედრები, პოტენციალის შექმნის სემინარები, ასევე ცოდნის გაზიარება და გაცვლები.

ციფრული ტრანსფორმაცია და მდგრადი განვითარების მიზნები

გარდა ამისა, შეთანხმება გააძლიერებს ტელეკომუნიკაციის საერთაშორისო კავშირის (ITU) რეგიონულ ინიციატივებს ევროპისა და დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობისთვის (CIS); აღნიშნულის მიზანია ტელეკომუნიკაციების/საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების მდგრადი განვითარების ხელშემწყობი პოლიტიკური და მარეგულირებელი გარემოს მხარდაჭერა.

გამოცდილების გაზიარებას და ეროვნული პოტენციალის შექმნას საერთაშორისო გამოცდილებაზე დაყრდნობით, შეუძლია ხელი შეუწყოს ასევე ციფრულ ტრანსფორმაციას, რომელიც საჭიროა გაეროს მდგრადი განვითარების მიზნების მიღწევის დასაჩქარებლად.

თანამშრომლობაზე დაფუძნებული, სექტორთაშორისი რეგულაცია წარმოადგენს ციფრული ტრანსფორმაციის განხორციელების საუკეთესო და ყველაზე სწრაფ გზას, და მისი შედეგია მრავალმნიშვნელოვანი კავშირები და ინკლუზიური ციფრული ბაზრები.

ევროკავშირის EU4Digital ინიციატივა აღმოსავლეთ პარტნიორობის ელექტრონული კომუნიკაციების მარეგულირებელთა ქსელთან თანამშრომლობით მხარს უჭერს ძალისხმევას საერთო როუმინგული სივრცის მისაღწევად აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებს შორის 2020 წლამდე, ასევე ეროვნული მარეგულირებელი ორგანოების დამოუკიდებლობის გაძლიერებას და სიხშირეების განაწილების კოორდინირებული სტრატეგიის შემუშავებას.

პრესრელიზი

ახალი ამბები

იხილეთ ყველა