აღმოსავლეთ პარტნიორობის და ევროკავშირის როუმინგის კვლევის დაწყება

  • თარიღი: 07/10/20 – 07/10/20
  • გააზიარეთ:

აღმოსავლეთ პარტნიორობის და ევროკავშირის როუმინგის კვლევის დაწყების ღონისძიება გაიმართება ონლაინ 7 ოქტომბერს, საღამოს პარალელური ღონისძიების სახით ინიციატივის EU4Digital საკოორდინაციო კომიტეტის შეხვედრის ფარგლებში.

ღონისძიების ორგანიზატორია პროგრამა EU4Digital ევროკომისიის მხარდაჭერით. სავარაუდოდ დისკუსიაში მონაწილეობას მიიღებენ როუმინგის ექსპერტთა სამუშაო ჯგუფის (REWG) წევრები, ევროპის ელექტრონული კომუნიკაციების მარეგულირებელთა სააგენტოს (BEREC) წარმომადგენლები, ევროკომისია (საკომუნიკაციო ქსელების, კონტენტის და ტექნოლოგიების გენერალური დირექტორატი (DG CONNECT), ვაჭრობის გენერალური დირექტორატი (DG TRADE), სამეზობლოს და გაფართოების საკითხებზე მოლაპარაკებების გენერალური დირექტორატი (DG NEAR)), ჰარმონიზებული ციფრული ბაზრების (HDM) კოორდინატორები, ევროკავშირის წარმომადგენლობები და სხვა დაინტერესებული პირები აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებიდან. ღონისძიების მთავარი ამოცანაა ახალი საქმიანობის წარდგენა პროგრამის EU4Digital ტელეკომუნიკაციების წესების მიმართულების ფარგლებში, და ის მიზნად ისახავს საერთო საერთაშორისო როუმინგული სივრცის შესაძლებლობის შესწავლას აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებსა და ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებს შორის.


მოვლენები

იხილეთ ყველა