2019 წლის 28 თებერვალს ბუქარესტში ჩატარებული ციფრული ეკონომიკის საკითხზე აღმოსავლეთ პარტნიორობის მინისტერიალის მესამე შეხვედრის დეკლარაცია. ევროკავშირმა, ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების და აღმოსავლეთ პარტნიორობის შემადგენლობაში შემავალი ექვსი ქვეყნის მინისტრებმა და წარმომადგენლებმა დაამტკიცეს დეკლარაცია, რომელიც ავალდებულებს აღმოსავლეთ პარტნიორობის ექვს ქვეყანას სტრატეგიული გეგმის საშუალებით როუმინგის რეგიონული შეთანხმების მიღწევის თაობაზე ერთმანეთს შორის 2020 წლის ბოლომდე.

2017 წლის 5 ოქტომბერს ტალინში ჩატარებული ციფრული ეკონომიკის საკითხზე აღმოსავლეთ პარტნიორობის მინისტერიალის მეორე შეხვედრის დეკლარაცია. დეკლარაცია მოიცავს ყველა მხარის ვალდებულებას მათი თანამშრომლობის გაღრმავების შესახებ ექვს სფეროში: ელექტრონული კომუნიკაციები და ინფრასტრუქტურა, ნდობა და უსაფრთხოება, ელექტრონული ვაჭრობა, ციფრული უნარები, საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიური ინოვაციები, სტარტაპის ეკოსისტემები და ე-ჯანმრთელობა.

Scroll to Top