COVID-19-ის პანდემიამ გამოკვეთა კომპლექსური ციფრული გარდაქმნის მნიშვნელობა, რომელიც წყვეტს ისეთ გამოწვევებს, როგორიცაა ციფრული ბარიერი, ონლაინ უსაფრთხოება და განსაკუთრებით – ციფრული წიგნიერების დეფიციტი. ციფრული წიგნიერების დეფიციტის პრობლემის გადასაჭრელად COVID-19-ის პერიოდში აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში, სამოქალაქო საზოგადოების ფორუმის აღნიშნული პოლიტიკის დოკუმენტი აფასებს 2020 წლის ციფრული უნარების მიზნების განხორციელებაში მიღწეულ წინსვლას, და ასევე აფასებს მედია-სივრცეს და დეზინფორმაციის გავრცელებას მთელ …

აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების ფორუმის COVID-19-ის პოლიტიკის დოკუმენტი: ციფრული წიგნიერება პანდემიის დროს აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში Read More »

ევროკომისია აქვეყნებს ინფორმაციას საკუთარი ხედვის და სამიზნეების შესახებ ციფრული ტრანსფორმაციის წარმატებით განსახორციელებლად 2030 წლისთვის 2021 წლის 9 მარტს გამოქვეყნებულ ინფორმაციაში წამოყენებულია ციფრული პრინციპების პაკეტზე –  „ციფრული კომპასი“ – შეთანხმების წინადადება, რათა უსწრაფესად დაიწყოს მნიშვნელოვანი პროექტები მრავალ ქვეყანაში, და მომზადდეს საკანონმდებლო ინიციატივა მყარი მმართველობითი ჩარჩოს დასანერგად და პროგრესის მონიტორინგის მიზნით.  

ევროკომისიის კომუნიკაცია ევროპის ციფრული მომავლის ფორმირების შესახებ, იდეები და ქმედებები ციფრული ტრანსფორმაციისთვის, რომელიც ყველასთვის მუშაობს, ასახავს ევროპის საუკეთესო მხარეებს: ღია, სამართლიანი, მრავალფეროვანი, დემოკრატიული და საკუთარი თავის რწმენის მქონე. კომუნიკაცია წამოგვიდგენს ევროპულ საზოგადოებას ციფრული გადაწყვეტების საფუძველზე, რომლისთვისაც პრიორიტეტულია ხალხი, რომელიც ხელმისაწვდომს ხდის ახალ შესაძლებლობებს ბიზნესისთვის და ხელს უწყობს სანდო ტექნოლოგიების განვითარებას ღია და დემოკრატიული საზოგადოების, და …

ევროპის ციფრული მომავლის ფორმირება Read More »

2010 წლის კომუნიკაცია ევროკომისიისგან ევროპარლამენტის, საბჭოს, ევროპის ეკონომიკური და სოციალური კომიტეტის და რეგიონების კომიტეტისადმი, რომელშიც დასახულია ციფრული დღის წესრიგი ევროპისთვის, რომლის მიზანია მდგრადი ეკონომიკური და სოციალური სარგებლის მოტანა ერთიანი ციფრული ბაზრიდან, სწრაფი და ულტრასწრაფი ინტერნეტის და ოპერაციულად თავსებადი აპლიკაციების საფუძველზე.

ევროკომისიის საკომუნიკაციო ქსელების, კონტენტის და ტექნოლოგიის გენერალური დირექტორატის (DG CONNECT) სტრატეგიული  გეგმა 2016-2020. DG CONNECT ქმნის და ახორციელებს პოლიტიკას, რომელიც საჭიროა ერთიანი ციფრული ბაზრის შექმნისთვის ზრდისა და დასაქმების მხარდასაჭერად, სადაც მოქალაქეები, ბიზნესი და საჯარო ადმინისტრაციები შეუფერხებლად და თანასწორად შეძლებენ ციფრული  საქონლის, კონტენტის და მომსახურების მიღებას და მიწოდებას.

აღმოსავლეთ პარტნიორობის 2018-2019 წლების სამუშაო პროგრამის პლატფორმა 2 ეკონომიკური განვითარების და საბაზრო  შესაძლებლობების შესახებ, რომელიც სახავს ძირითად მიზნებს და საქმიანობას აღმოსავლეთ პარტნიორობის 2020 წლის მიზნების მისაღწევად – მათ შორის ციფრული ბაზრების ჰარმონიზაციის სფეროში.

სტრატეგიული გეგმა და გრაფიკი როუმინგის რეგიონული შეთანხმებისთვის აღმოსავლეთ პარტნიორობის ექვს ქვეყანას შორის 2019-2020 წლების პერიოდში.

Scroll to Top