
მთავარი / იყავით ინფორმირებული / ბიბლიოთეკა
ე-ჯანმრთელობის მიმდინარე მდგომარეობის ანალიზი აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში
თარიღი: 23 May 2020
აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში ე-ჯანმრთელობის მიმდინარე მდგომარეობის წინამდებარე ანალიზი იძლევა ინფორმაციას ისეთ საკითხებზე, როგორიცაა ე-ჯანმრთელობის კანონმდებლობა და მმართველობა, ინფრასტრუქტურა და სერვისები, დაფინანსების მექანიზმები და საერთაშორისო საზოგადოებრიობის ჩართულობა, ასევე ძირითად დასკვნებს და დეტალურ ინფორმაციას თითოეული ქვეყნის მიხედვით.
ეს ანგარიში მოამზადეს EU4Digital ექსპერტებმა პროგრამის EU4Digital ე-ჯანმრთელობის თემატური სფეროს ფარგლებში.
ანალიზს საფუძვლად უდევს ქვეყნების მიერ მოწოდებული ინფორმაცია „კითხვარიდან ინფორმაციის განახლებისთვის მიმდინარე მდგომარეობის, განვითარების და საჭიროებების საკითხებზე აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში“; ეს კითხვარი დარიგდა 2019 წლის 25-26 ივნისს თბილისში აღმოსავლეთ პარტნიორობის ე-ჯანმრთელობის ქსელის შეხვედრაზე და ემყარება აღნიშნული შეხვედრის შემდეგ ჩატარებული თითოეული ქვეყნის ადგილობრივი და დისტანციური სემინარებიდან მოწოდებულ ინფორმაციას.
ამ დოკუმენტში:
- მოცემულია ძირითადი დასკვნები და დეტალური ინფორმაცია ე-ჯანმრთელობის ჰარმონიზაციის და ოპერაციული თავსებადობის საკითხებზე;
- განხილულია ე-ჯანმრთელობის პრიორიტეტები და გამოწვევები აღმოსავლეთ პარტნიორობის თითოეული ქვეყნისთვის;
• მოცემულია ინფორმაცია არსებული ვითარების შესახებ ე-ჯანმრთელობის ჰარმონიზაციის და ოპერაციული თავსებადობის საკითხებზე თითოეული ქვეყნის მიხედვით.
- აზერბაიჯანი
- ბელარუსი
- მოლდოვის რესპუბლიკა
- საქართველო
- სომხეთი
- უკრაინა
- ე-ჯანმრთელობის ქსელი
- ელექტრონული ჯანმრთელობა
