
მთავარი / იყავით ინფორმირებული / ბიბლიოთეკა
კიბერუსაფრთხოების სახელმძღვანელო რეკომენდაციები აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებისთვის
თარიღი: ივნისი 2020
კიბერუსაფრთხოების სახელმძღვანელო რეკომენდაციები აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებისთვის შემუშავებულია პროგრამის EU4Digital ექსპერტების მიერ პროექტის ნდობის და უსაფრთხოების თემატური სფეროს კიბერუსაფრთხოების ნაწილის ფარგლებში; ეს სახელმძღვანელო რეკომენდაციები ხელს უწყობს პარტნიორ ქვეყნებს საკუთარი კიბერუსაფრთხოების გაძლიერებაში და აუმჯობესებს კრიტიკული საინფორმაციო ინფრასტრუქტურის სტაბილურობას, რაც აუცილებელია არა მხოლოდ ე-მმართველობის განვითარებისთვის, არამედ ასევე კომერციული და კულტურის კონტენტის გასაზიარებლად ქვეყნებს შორის.
შეფასება აღწერს კიბერუსაფრთხოების პოლიტიკის და ღონისძიებების განხორციელების მდგომარეობას აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში, მიმოიხილავს რეგულაციებში, პოლიტიკასა და უსაფრთხოების ზომებში არსებულ ხარვეზებს და სუსტ მხარეებს აღმოსავლეთ პარტნიორობის ექვს ქვეყანაში, და მიზნად ისახავს განსაზღვროს კიბერუსაფრთხოების ცალკეული გადაწყვეტების ტექნოლოგიური მზადყოფნის დონე თითოეულ ქვეყანაში.
კიბერუსაფრთხოების სახელმძღვანელო რეკომენდაციები აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებისთვის მოიცავს ხარვეზების და სუსტი მხარეების სიას თითოეული პარტნიორი ქვეყნისთვის, და ასევე კიბერუსაფრთხოების ინიციატივების განხორციელების გზაზე არსებული ძირითადი დაბრკოლებების და ბარიერების სიას. გარდა ამისა, დოკუმენტი ქვეყნებს აძლევს რეკომენდაციებს იმის შესახებ, თუ როგორ გააგრძელონ კიბერუსაფრთხოების განვითარება, და რეკომენდაციებს კიბერუსაფრთხოების ზომების შემუშავების, განხორციელების, შეფასების და შენარჩუნების ეფექტური პრაქტიკისთვის, რაც ხელს შეუწყობს უფრო ძლიერი და სტაბილური კიბერ-სივრცის არსებობას პარტნიორ ქვეყნებს შორის, და შეამცირებს ქსელის საინფორმაციო სისტემების დაზიანების ან შეფერხების რისკს.
- აზერბაიჯანი
- ბელარუსი
- მოლდოვის რესპუბლიკა
- საქართველო
- სომხეთი
- უკრაინა
