ევროკომისიის საკომუნიკაციო ქსელების, კონტენტის და ტექნოლოგიის გენერალური დირექტორატის (DG CONNECT) სტრატეგიული გეგმა 2016-2020.
DG CONNECT ქმნის და ახორციელებს პოლიტიკას, რომელიც საჭიროა ერთიანი ციფრული ბაზრის შექმნისთვის ზრდისა და დასაქმების მხარდასაჭერად, სადაც მოქალაქეები, ბიზნესი და საჯარო ადმინისტრაციები შეუფერხებლად და თანასწორად შეძლებენ ციფრული საქონლის, კონტენტის და მომსახურების მიღებას და მიწოდებას.