ციფრული ეკონომიკის და საზოგადოების ინდექსი (DESI) წარმოადგენს კომბინირებულ ინდექსს, რომელიც აჯამებს შესაბამის ინდიკატორებს ევროპის ციფრული საქმიანობის მაჩვენებლების შესახებ და მონიტორინგს უწევს ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების ციფრულ კონკურენტუნარიანობას.
ინდექსი DESI მოიცავს ხუთ ძირითად სფეროს: კავშირები, ადამიანური კაპიტალი, ინტერნეტის გამოყენება, ციფრული ტექნოლოგიის ინტეგრაცია და ციფრული სახელმწიფო სამსახურები.
DESI 2020 ანგარიშები ეფუძნება 2019 წლის მონაცემებს და აფასებს ციფრული ეკონომიკის და საზოგადოების მდგომარეობას კორონავირუსის პანდემიამდე.