პროგრამის EU4Digital რეკომენდაციები ე-კომერციის ჰარმონიზაციისთვის აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებსა და ევროკავშირს შორის, ხარვეზების ანალიზის და რეკომენდაციების შემცველი ანგარიშით საქართველოსთვის
შემუშავდა რეკომენდაციების სია, როგორც ე-კომერციული საქმიანობის ნაწილი პროგრამის EU4Digital ე-ვაჭრობის თემატურ სფეროში.
ანგარიშის ზოგადი ამოცანაა რეკომენდაციების გაწევა ე-კომერციის ჰარმონიზაციის მიზნით აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებს და ევროკავშირს შორის შემდეგ სამ სფეროში: ეკოსისტემა, საკანონმდებლო ჩარჩო და სტანდარტები.
ამ რეკომენდაციების მიზანია:
- სახელმწიფოთაშორის ე-კომერციაში არსებული ბარიერების დაძლევა;
- სახელმწიფოთაშორისი ე-კომერციის მოცულობის გაზრდა;
- ქვეყნების უკეთ ინფორმირება და მომზადება ევროკავშირის 2021 წელს განსახორციელებელი ცვლილებებისთვის ე-კომერციის სფეროში.
ხარვეზების ანალიზის ანგარიში საქართველოსთვის შემდეგ საკითხებს მოიცავს:
- ხარვეზების ანალიზი ე-კომერციის ეკოსისტემის სფეროში
- ხარვეზების ანალიზი საკანონმდებლო სფეროში
- ხარვეზების ანალიზი სტანდარტების სფეროში
საქართველოსთვის გაცემული რეკომენდაციები მოიცავს შემდეგს:
- რეკომენდაციები ეკოსისტემისთვის სახელმწიფოთაშორის ე-კომერციაში არსებული ბარიერების დასაძლევად
- რეკომენდაციები საკანონმდებლო ჩარჩოს და სტანდარტების სფეროში ევროკავშირთან სახელმწიფოთაშორისი ე-კომერციის ხელშეწყობის მიზნით.