პროგრამის EU4Digital ექსპერტებმა შეიმუშავეს ეს დოკუმენტი პროგრამის EU4Digital
ე-ვაჭრობის თემატური სფეროს – სახელმწიფოთაშორისი ე-ვაჭრობის აქტივობის ფარგლებში.
ე-მიწოდების საპილოტე პროექტი არის საწყისი პუნქტი საფუძვლის მომზადებისა და ტესტირებისთვის, ანგარიშ-ფაქტურის მონაცემთა გაცვლის მიზნით ე-მიწოდების არხის საშუალებით. გათვალისწინებულია, რომ საპილოტე პროექტს მოჰყვება რეკომენდაციები საჭირო საკანონმდებლო, საორგანიზაციო და ტექნიკური მოდიფიკაციების შესახებ, რომლებიც ჩატარდება მეთოდის სრული მასშტაბით განხორციელების და შემდგომი დანერგვის მიზნით აღმოსავლეთ პარტნიორობის რეგიონში და მის ფარგლებს გარეთ.
ამ დოკუმენტში:
- განსაზღვრულია საპილოტე პროექტის ისეთი კონკრეტული ფაქტორები, როგორიცაა საპილოტე პროექტის განხორციელების დროს გამოყენებული ტექნიკური სპეციფიკაციები და სტანდარტები;
- დეტალურად არის განხილული საპილოტე კონცეფცია, სატესტო გარემო, მასშტაბი, ინფრასტრუქტურა, ძირითადი მონაწილეები, ასევე ვადები და შედეგები;
- განხილულია ე-ანგარიშ-ფაქტურის დანერგვის საუკეთესო ევროპული პრაქტიკა, მათ შორის ნორვეგიის და დანიის მაგალითები, სადაც შესყიდვების პროცესში ე-ანგარიშ-ფაქტურები გამოიყენება;
- განსაზღვრულია ეროვნულ კანონმდებლობაში იმ შესწორებების შეტანის მნიშვნელობა, რომლებიც აუცილებელია ე-ანგარიშ-ფაქტურის გამოწერის და
ე-მიწოდების სტანდარტების დამტკიცებისა და იურიდიულად სავალდებულოდ ცნობისთვის.