პროგრამის EU4Digital წინამდებარე ანგარიში წარმოადგენს საქმის ვითარებას სახელმწიფოთაშორისი ე-კომერციის სფეროში ევროკავშირში.
პროგრამის EU4Digital ექსპერტებმა შეიმუშავეს ე-კომერციის საბაზისო ანგარიში, როგორც პროგრამის EU4Digital ე-ვაჭრობის თემატური სფეროს ე-კომერციის აქტივობის ნაწილი. პროგრამა EU4Digital მიზნად ისახავს სარეკომენდაციო მხარდაჭერის გაწევას
ე-კომერციის ჰარმონიზაციისთვის აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებსა და ევროკავშირს შორის.
ევროკავშირის სახელმწიფოთაშორისი ე-კომერციის საუკეთესო პრაქტიკის და ნორმების დემონსტრირებით, ევროკავშირის ე-კომერციის საბაზისო ანგარიში აფასებს საქმის ვითარებას სახელმწიფოთაშორისი ე-კომერციის სფეროში ევროკავშირში. ამის შემდეგ, ევროკავშირში არსებული საქმის ვითარების საფუძველზე, გროვდება შესაბამისი მონაცემები აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვენებში. შედარება ევროკავშირში არსებულ საქმის ვითარებასა და აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში არსებულ საქმის ვითარებას შორის უზრუნველყოფს ძირითადი განსხვავებების განსაზღვრას და რეკომენდაციების შემუშავებას ე-კომერციის ჰარმონიზაციისთვის აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებსა და ევროკავშირს შორის. ამ ანალიზის დასრულება დაგეგმილია 2020 წლის სექტემბერში. შემდეგ დაგეგმილია საპილოტე გადაწყვეტის შემუშავება სახელმწიფოთაშორისი ე-კომერციის ხელშეწყობისთვის (დაგეგმილია 2020 წლის ოქტომბერ – 2021 წლის ივნისში).
ეს ანგარიში ევროკავშირში საქმის ვითარების შესახებ ფოკუსირებულია სამ ძირითად სფეროზე – საკანონმდებლო ჩარჩოს ანალიზი, სტანდარტები და ე-კომერციის ეკოსისტემა. თითოეული ამ სფეროსთვის გაანალიზებულია სახელმწიფოთაშორისი
ე-კომერციის ჰარმონიზაციის შემდეგი ასპექტები:
- დაახლოებით 70 ძირითადი ასპექტი განისაზღვრა საკანონმდებლო სფეროში. აღნიშნული მოიცავს მომხმარებელთა დაცვას, ამანათების ადგილზე მიტანას, მსოფლიო საფოსტო კავშირის (UPU) ვალდებულებათა ასპექტებს, ქსელის და საინფორმაციო სისტემების უსაფრთხოებას, მომსახურებების შეზღუდვას განსაზღვრულ გეოგრაფიულ ზონაში, მონაცემთა დაცვას, ონლაინ შუამავლების პასუხისმგებლობას და სხვა ასპექტებს.
- დაახლოებით 40 ძირითადი ასპექტი განისაზღვრა სტანდარტების სფეროში. აღნიშნული მოიცავს ასპექტებს სტანდარტიზაციის ევროპული კომიტეტის (CEN) საქმიანობიდან ისეთ საკითხებში, როგორიცაა მომსახურების ხარისხი, ოპერაციული თავსებადობა, გაუმჯობესებული ელექტრონული მონაცემები და ციფრული საბაჟო დეკლარაციები ერთეულების დონეზე. ეს ასპექტები ასევე მოიცავს ოპერაციულ თავსებადობას სტანდარტიზაციის ევროპულ კომიტეტს (CEN) და მსოფლიო საფოსტო კავშირს (UPU) შორის.
- დაახლოებით 40 ძირითადი ასპექტი განისაზღვრა ეკოსისტემის სფეროში. აღნიშნული მოიცავს ასპექტებს სახელმწიფოთაშორისი მიწოდების ჯაჭვიდან, ე-კომერციის ბაზრებიდან, დაბეგვრიდან, გადახდებიდან, ლოგისტიკიდან და მიწოდების ჯაჭვიდან.
საბაზისო ანგარიშის შემუშავებაში მონაწილეობდნენ:
- პროგრამის EU4Digital წამყვანი ექსპერტები, რომლებიც არიან ე-კომერციასთან დაკავშირებული საერთაშორისო ორგანიზაციების (მაგ. მსოფლიო საფოსტო კავშირი (UPU), ე-კომერციის ასოციაციები) წევრები, აქვთ
ე-კომერციის კანონმდებლობის შემუშავების და განხილვის გამოცდილება და ევროკავშირსა და აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში გამოყენებული
ე-კომერციის პროცესების პრაქტიკული ცოდნა. - ე-კომერციის სამუშაო ჯგუფი შედგება აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების კერძო და საჯარო სექტორის წარმომადგენლებისგან. საბაზისო ანგარიში შეთანხმებულია სამუშაო ჯგუფთან.
- ევროკომისიის წარმომადგენლები, რომლებმაც გამოთქვეს საკუთარი აზრი და მიაწოდეს წინადადებები საბაზისო ანგარიშისთვის.