
მთავარი / იყავით ინფორმირებული / ბიბლიოთეკა
EU4Business ინიციატივის წლიური ანგარიში 2020
თარიღი: თებერვალი 2021
EU4Business ინიციატივის წლიური ანგარიში 2020: მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდაჭერა აღმოსავლეთ პარტნიორობის რეგიონში.
EU4Business ინიციატივის 2020 წლის ანგარიშში დეტალურად არის განხილული ინფორმაცია ევროკავშირის დახმარების შესახებ პროგრამის სამივე პრიორიტეტულ სფეროში: ფინანსებზე ხელმისაწვდომობა, ბიზნესის განვითარების სერვისები და ბიზნესის ხელშემწყობი გარემო.
ანგარიშში ასევე შეტანილია ე-კომერციის მზადყოფნის პარაგრაფი (გვ. 85-90), შემუშავებული პროგრამის EU4Digital მხარდაჭერით და მისივე ე-კომერციის კვლევის საფუძველზე. კვლევა განსაზღვრავს ძირითად პრობლემებს, რომლებმაც ხელი შეუშალა ე-კომერციული ტრანზაქციების შეუფერხებლად განხორციელებას ევროკავშირსა და აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებს შორის.
- აზერბაიჯანი
- ბელარუსი
- მოლდოვის რესპუბლიკა
- საქართველო
- სომხეთი
- უკრაინა
- ელექტრონული ვაჭრობა
