
მთავარი / იყავით ინფორმირებული / ბიბლიოთეკა
ინიციატივის EU4Digital როუმინგის ანგარიში
თარიღი: 25 ნოემბერი 2019
ანგარიში დაფუძნებულია 2017 მიზანშეწონილობის კვლევაზე „:საერთაშორისო როუმინგის ფასების ჰარმონიზაცია და როუმინგის ტარიფების შემცირება აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებს შორის“, და იძლევა აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებს შორის როუმინგის პოტენციური რეგიონული შეთანხმების (RRA) დეტალურ ანალიზს, სცენარებს და შინაარსს.
ეს ანგარიში, რომლის წაკითხვა აუცილებელია მიზანშეწონილობის კვლევასთან ერთად, იძლევა განახლებულ ინფორმაციას შემოთავაზებული სარეგულაციო ინტერვენციის საბაზრო სიტუაციის და გავლენის შეფასების შესახებ, იძლევა აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების წინსვლის პრიორიტეტული გზის მართვის ვარიანტებს საერთაშორისო ვალდებულებების საფუძველზე, და – შერჩეულ ვარიანტებიდან გამომდინარე – საჭირო ცვლილებებს ეროვნულ ჩარჩოებში; ასევე იმეორებს როუმინგის რეგიონული შეთანხმების შინაარსს, რომელიც უკვე შეთანხმებულია კვლევის მომზადების ფარგლებში.
ეს კვლევა ხელს უწყობს ინიციატივის EU4Digital ქსელის როუმინგის ექსპერტთა სამუშაო ჯგუფის (REWG) მიერ ჩატარებულ სამუშაოს.
ანგარიში მოამზადა ევროკავშირის მიერ დაფინანსებულმა პროექტმა „EU4Digital: ციფრული ეკონომიკის და საზოგადოების მხარდაჭერა აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში“.
- აზერბაიჯანი
- ბელარუსი
- მოლდოვის რესპუბლიკა
- საქართველო
- სომხეთი
- უკრაინა
- ტელეკომის წესები
