
მთავარი / იყავით ინფორმირებული / ბიბლიოთეკა
სახელმძღვანელო საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების სამეწარმეო ეკოსისტემის შესაქმნელად აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში: ტექნოლოგიური მზადყოფნის ანალიზი და რეკომენდაციები
თარიღი: მარტი 2021
პროგრამის EU4Digital სახელმძღვანელო საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების სამეწარმეო ეკოსისტემის შესაქმნელად აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში (აზერბაიჯანი, ბელარუსი, მოლდოვის რესპუბლიკა, საქართველო, სომხეთი და უკრაინა) ეკოსისტემის მონაწილეების გაძლიერების საშუალებით.
სახელმძღვანელოში მოცემულია აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების ტექნოლოგიური მზადყოფნის შეფასება, განსაზღვრულია ნებისმიერ ეკოსისტემაში გამოსაყენებელი რეკომენდაციების ზოგადი სია და მითითებულია მათი პრიორიტეტულობა ქვეყნების მიხედვით.
სახელმძღვანელო შედგენილია პოტენციალის შემქმნელებისთვის; ისინი არიან: ადგილობრივი პოლიტიკის განმსაზღვრელები (სამთავრობო უწყებები), საერთაშორისო ორგანიზაციები (მათ შორის ევროკავშირის წარმომადგენლობები), დახმარების სააგენტოები და საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტები.
სახელმძღვანელო მომზადებულია ექსპერტთა ცენტრალური და ქვეყნის დონის გუნდების მიერ. ექსპერტებმა გამოიყენეს სპეციალური მეთოდოლოგია საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების სამეწარმეო ეკოსისტემის ტექნოლოგიური მზადყოფნის შესაფასებლად, ასევე ფინანსების, ცოდნის, ბაზრის და რესურსების (საშუალებების) ხელმისაწვდომობის შესაფასებლად. ტექნოლოგიური მზადყოფნის შეფასებები და რეკომენდაციები შემუშავებული იყო მრავალრაუნდიანი ინტერვიუების და კონსულტაციების საფუძველზე საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიური ინოვაციების სექტორის მონაწილე მხარეებთან აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში; ეს მონაწილე მხარეები არიან: სამინისტროების, სახელმწიფო უწყებების და ბიზნესის მხარდაჭერის ასოციაციების წარმომადგენლები, მათ შორის ადგილობრივი საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების სამეწარმეო ეკოსისტემის ექსპერტების ვრცელი გუნდი, ტექნოლოგიის განვითარების საშუალებები, განათლების პროვაიდერები, ინვესტორები და სხვა.
- აზერბაიჯანი
- ბელარუსი
- მოლდოვის რესპუბლიკა
- საქართველო
- სომხეთი
- უკრაინა
- ICT ინოვაციები
