
მთავარი / იყავით ინფორმირებული / ბიბლიოთეკა
საერთაშორისო როუმინგის ფასების ჰარმონიზაცია და როუმინგის ტარიფების შემცირება აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებს შორის
თარიღი: დეკემბერი 2017
ამ კვლევაში წარმოდგენილია რეკომენდაციები როუმინგის ფასების და ტარიფების ჰარმონიზაციაზე აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებს შორის, შემოთავაზებულია სახელმძღვანელო რეკომენდაციები იმის თაობაზე, თუ როგორ უნდა განხორციელდეს ჰარმონიზებული მიდგომა როუმინგის საბითუმო და საცალო ფასებისადმი და შეფასებულია ტარიფების შემცირების მოსალოდნელი გავლენა როუმინგის საცალო ბაზარზე აღმოსავლეთ პარტნიორობის თითოეულ ქვეყანაში.
კვლევა ასევე აფასებს როუმინგის რეგიონული შეთანხმების (RRA) განხორციელების პოტენციალს და საბაზრო გავლენას აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებს შორის და აანალიზებს ამ შეთანხმების პოტენციურ შედეგებს როუმინგის ფასების შემცირების კუთხით ყველა პარტნიორ ქვეყანაში. გარდა ამისა, კვლევაში წარმოდგენილია შემოთავაზებული სარეგულაციო მიდგომა.
ეს კვლევა ხელს უწყობს EU4Digital ქსელის როუმინგის ექსპერტთა სამუშაო ჯგუფის (REWG) მიერ ჩატარებულ სამუშაოს.
ეს კვლევა განახორციელა ევროკავშირის მიერ დაფინანსებულმა პროექტმა „მოკლევადიანი მაღალხარისხიანი კვლევები საქმიანობის მხარდასაჭერად აღმოსავლეთ პარტნიორობის ფარგლებში – HiQSTEP“.
- აზერბაიჯანი
- ბელარუსი
- მოლდოვის რესპუბლიკა
- საქართველო
- სომხეთი
- უკრაინა
- ტელეკომის წესები
