ერთობლივი კვლევის ცენტრის (Joint Research Centre) მიერ ჩატარებული ეს კვლევა სწავლობს ევროპის სამუშაო ადგილებზე სამუშაოს შინაარსში, მეთოდებსა და საშუალებებში მომხდარ ცვლილებებს 1995 – 2015 წლებში, და ცდილობს უკეთ გაიაზროს, თუ რა არის საშუალო ინტენსივობის სამუშაოს შესრულების ცვლილებების მიზეზი – დასაქმების წილის ცვლილებები სხვადასხვა სამუშაოს შორის, თავად ამა თუ იმ სამუშაოს შინაარსობრივი ცვლილები, თუ ორივე ერთად. ევროპული შრომითი პირობების კვლევის და ევროპული სამუშაო ადგილების მონაცემთა მონიტორინგის კომბინირებული ანალიზის მთავარი შედეგების მიხედვით, გაიზარდა უფრო სოციალური შინაარსის მქონე სამუშაო ადგილების წილი სხვა სამუშაო ადგილებთან შედარებით, მაგრამ ამის საწინააღმდეგოდ, შემცირდა სოციალური საქმიანობის მოცულობა, რომელსაც ადამიანები ფაქტობრივად ასრულებენ აღნიშნულ (ან სხვა) სამუშაოზე იმავე პერიოდის განმავლობაში. მსგავსი წინააღმდეგობის შემცველი ტენდენცია ვლინდება რუტინული დავალებების თვალსაზრისით, ურთიერთგამომრიცხავი სტრუქტურული და შინაარსობრივი ცვლილებებით: სამუშაო ადგილებზე აღინიშნება რუტინული დავალებების საერთო დონის ფაქტობრივი ზრდა, ხოლო უმნიშვნელო დავალებების სტრუქტურა მცირდება. ზემოაღნიშნული შედეგები მნიშვნელობა განხილულია მიმდინარე დისკუსიის კონტექსტში, რომელიც ეხება ტექნოლოგიური ცვლილებების გავლენას დასაქმებაზე.


ბიბლიოთეკა

იხილეთ ყველა