კვლევის ანგარიში საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიური ინოვაციების და სტარტაპის ეკოსისტემებზე აღმოსავლეთ პარტნიორობის რეგიონში, რომელიც ჩატარდა აღმოსავლეთ პარტნიორობის პლატფორმა II-ს – „ეკონომიკური ინტეგრაცია და დაახლოება ევროკავშირის პოლიტიკასთან“ – საქმიანობის მხარდასაჭერად. კვლევის მიზანი იყო საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიური ინოვაციების და სტარტაპის ეკოსისტემების ხელშემწყობი გარემოს გაუმჯობესების მხარდაჭერა აღმოსავლეთ პარტნიორობის რეგიონში (აზერბაიჯანი, ბელარუსი,  მოლდოვა, საქართველო, სომხეთი და უკრაინა), და გამოცდილების მიღება ევროკავშირის და წამყვანი მესამე ქვეყნების წარმატების ისტორიებიდან.

კვლევა ჩაატარა ევროკავშირის მიერ დაფინანსებულმა პროექტმა „მოკლევადიანი მაღალი ხარისხის კვლევები საქმიანობის მხარდასაჭერად აღმოსავლეთ პარტნიორობის ფარგლებში – HiQSTEP“.


ბიბლიოთეკა

იხილეთ ყველა