პროგრამის EU4Digital ანალიტიკურ ანგარიშში ეროვნული მარეგულირებელი ორგანოების დამოუკიდებლობის საკითხებზე აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში, მოცემულია საკანონმდებლო განსხვავებათა შეფასების სავარჯიშოს მაღალი დონის მიმოხილვა აღმოსავლეთ პარტნიორობის ექვსივე ქვეყანაში. შეფასება მოიცავს ძირითად განსხვავებებს ევროკაშირის შესაბამისი სარეგულაციო ჩარჩოს კონტექსტში, ასევე ძირითად ანალიზს შეფასების შერჩეული კრიტერიუმების მიხედვით.
სავარჯიშო ჩატარდა პროგრამის EU4Digital საქმიანობის ფარგლებში ელექტრონული კომუნიკაციების ეროვნული მარეგულირებელი ორგანოების დამოუკიდებლობის შეფასების სფეროში, და მიზნად ისახავდა აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში ეროვნული მარეგულირებელი ორგანოების დამოუკიდებლობის გაძლიერების ხელშეწყობას.
ანგარიშში მოცემული დაკვირვება ჩატარდა და შედეგები მიღებული იქნა ეროვნულ ექსპერტებთან თანამშრომლობით, რომლებიც აღმოსავლეთ პარტნიორობის ელექტრონული კომუნიკაციების მარეგულირებელთა ქსელის (EaPeReg) წევრები არიან.
ქვეყნებისთვის სპეციფიკური ანგარიშები განსხვავებების შეფასების თაობაზე ეროვნული მარეგულირებელი ორგანოების მმართველობასთან, მათ უფლებებთან და მოვალეობებთან დაკავშირებით, იხილეთ შემდეგ ბმულებზე: