
მთავარი / იყავით ინფორმირებული / ბიბლიოთეკა
აღმოსავლეთ პარტნიორობის რეგიონის მონაწილეობა ევროკავშირის შესაბამის პროექტებში, პროგრამებსა და ინიციატივებში, კერძოდ ევროპული ინოვაციების პარტნიორობაში აქტიური და ჯანმრთელი დაბერების საკითხზე
თარიღი: დეკემბერი 2020
პროგრამის EU4Digital ე-ჯანმრთელობის მიმართულებამ გამოაქვეყნა ანგარიში „აღმოსავლეთ პარტნიორობის რეგიონის მონაწილეობა ევროკავშირის შესაბამის პროექტებში, პროგრამებსა და ინიციატივებში, კერძოდ ევროპული ინოვაციების პარტნიორობაში აქტიური და ჯანმრთელი დაბერების საკითხზე (EIP on AHA)“.
ამ ანგარიშში ძირითადად განსაზღვრულია აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში არსებული კარგი პრაქტიკა და რეგიონის პოტენციური „საცნობარო ლოკაციები“, და რეკომენდებულია ინსტიტუციური ქსელური ურთიერთობების („თვინინგები“) ჩამოყალიბება აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების ინტერესების და პრიორიტეტების შესაბამისად. გარდა ამისა, ის მოიცავს აქტიური და ჯანმრთელი დაბერების საკითხზე ევროპული ინოვაციების პარტნიორობაში (EIP on AHA) მონაწილეობის სტრატეგიულ გეგმას და შემოთავაზებულ აქტივობებს, ასევე აღმოსავლეთ პარტნიორობის რეგიონში ქსელის ჩამოყალიბების შემადგენელ ელემენტებს და პრინციპებს EIP on AHA-ს პრინციპების საფუძველზე.
- აზერბაიჯანი
- ბელარუსი
- მოლდოვის რესპუბლიკა
- საქართველო
- სომხეთი
- უკრაინა
- ე-ჯანმრთელობის ქსელი
- ელექტრონული ჯანმრთელობა
