პროგრამის EU4Digital ექსპერტებმა ნდობის და უსაფრთხოების თემატური სფეროს ფარგლებში შეიმუშავეს ნდობის და ელექტრონული იდენტიფიკაციის (eID) სერვისების იურიდიული და ტექნიკური მზადყოფნის შეფასების მეთოდი აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში, რომელიც აფასებს პარტნიორი ქვეყნების ციფრული ნდობის და საიდენტიფიკაციო სერვისების (eID) სარეგულაციო ჩარჩოს თავსებადობას ელექტრონული იდენტიფიკაციის, ავთენტიფიკაციის და ნდობის სამსახურების (eIDAS) რეგულაციასთან და არსებულ საერთაშორისოდ აპრობირებულ სტანდარტებთან.

გარდა ამისა, შეფასება იკვლევს ციფრული ნდობის და ე-იდენტიფიკაციის სერვისების მზადყოფნას სარეგულაციო, საორგანიზაციო და ტექნიკური თვალსაზრისით იმ ღონისძიებების განსაზღვრის მიზნით, რომელთა დამტკიცება საჭიროა ნდობის და ე-იდენტიფიკაციის სერვისების სახელმწიფოთაშორისი ორმხრივი აღიარებისთვის ევროკავშირს და აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებს შორის.


ბიბლიოთეკა

იხილეთ ყველა