
მთავარი / იყავით ინფორმირებული / ბიბლიოთეკა
ბაზრის შეფასება ციფრული ინოვაციის და სქეილ-აფ ინიციატივისთვის (DISC) აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში
თარიღი: ივნისი 2020
პროგრამის EU4Digital კვლევა ბაზრის შეფასება ციფრული ინოვაციის და სქეილ-აფ ინიციატივისთვის (DISC) აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში, რომელიც განსაზღვრავს მაღალტექნოლოგიური სტარტაპების ფინანსურ ხარვეზებს და იძლევა მაღალი დონის რეგიონულ რეკომენდაციებს ფინანსური დახმარების ორგანიზაციის და მასთან დაკავშირებული მხარდაჭერის პროგრამების ჩამოყალიბებისთვის ექვს პარტნიორ ქვეყანაში (აზერბაიჯანი, ბელარუსი, მოლდოვის რესპუბლიკა, საქართველო, სომხეთი და უკრაინა).
კვლევა მომზადდა ცენტრალური და ქვეყნების დონის ექსპერტთა გუნდების მიერ. დასკვნები და რეკომენდაციები შემუშავდა მრავალრაუნდიანი კონსულტაციების საფუძველზე საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტების და ეროვნული მონაწილე მხარეების ფართო სპექტრის მონაწილეობით – ჩატარდა ინტერვიუები და კონსულტაციები ბაზრის 140-ზე მეტ ადგილობრივ და საერთაშორისო მონაწილესთან (ინვესტორები, სტარტაპები, სახელმწიფო ორგანიზაციები, საერთაშორისო დონორები, და სხვ.).
კვლევა შეესაბამება დოკუმენტს წინადადება აღმოსავლეთ პარტნიორობის რეგიონის გრძელვადიანი პოლიტიკური ამოცანებისთვის 2020 წლის შემდეგ, რომელშიც ევროკომისიამ გააშუქა საკუთარი გეგმა მხარი დაუჭიროს უაღრესად ინოვაციური ციფრული სტარტაპების და სქეილაფების გაძლიერებას რეგიონში ციფრული ინოვაციის და სქეილ-აფ ინიციატივის (DISC) გავრცელებით აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში.
- აზერბაიჯანი
- ბელარუსი
- მოლდოვის რესპუბლიკა
- საქართველო
- სომხეთი
- უკრაინა
- ICT ინოვაციები
