ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის „მერები ეკონომიკური ზრდისთვის“ (M4EG) ანგარიში, რომელშიც განხილულია საინფორმაციო ტექნოლოგიების სექტორის ბაზარი  აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში, და გაანალიზებულია ზოგადად სექტორის მუშაობის ტენდენციები და კონკრეტულად – რეგიონის კონკურენტუნარიანობის შეფასება. ანგარიში განკუთვნილია ადგილობრივი ხელისუფლებებისთვის აზერბაიჯანში, ბელარუსში, მოლდოვაში, საქართველოში, სომხეთსა და უკრაინაში, რომლებიც პრიორიტეტად სახავენ საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების (ICT) სექტორს, როგორც მათი ადგილობრივი ეკონომიკის ნაწილს. გარდა ამისა, კვლევა სასარგებლო იქნება პოლიტიკის დასახვის ინფორმირების მიზნით ეროვნული ხელისუფლებებისთვის, ასევე აკადემიური წრეების, ეროვნული საინფორმაციო ტექნოლოგიური ეკოსისტემის, ბიზნესის, დონორების და ამ სფეროს სხვა მონაწილე მხარეებისთვის.


ბიბლიოთეკა

იხილეთ ყველა