ეროვნული მარეგულირებელი ორგანოების (NRAs) ფუნქციონირების დამოუკიდებლობის შეფასების მეთოდოლოგია შემუშავებულია პროგრამის EU4Digital ფარგლებში, და მისი მიზანია ეროვნული მარეგულირებელი ორგანოების დამოუკიდებლობის გაძლიერება.

დოკუმენტი მომზადებულია აღმოსავლეთ პარტნიორობის ელექტრონული კომუნიკაციების მარეგულირებელთა ქსელის (EaPeReg) დამოუკიდებელ მარეგულირებელთა და ფართოზოლოვანი გადაცემის ექსპერტთა სამუშაო ჯგუფთან (IRB EWG) თანამშრომლობით. მეთოდოლოგიის მიზანია საშუალება მისცეს აღმოსავლეთ პარტნიორობის თითოეულ ქვეყანას შეაფასოს საქმის ვითარება საკანონმდებლო ხარვეზების კუთხით სარეგულაციო დამოუკიდებლობის მმართველობის სფეროში, შედარებითი ანალიზისთვის ევროკავშირის 2002/2009 წლების სარეგულაციო ჩარჩოს გამოყენებით. მეთოდოლოგია შედგება შეფასების ორი ძირითადი მახასიათებლისგან, რომელთაგან თითოეული დაყოფილია შეფასების კრიტერიუმების ქვე-მახასიათებლებად:

  1. მმართველობა:
    • ეროვნული მარეგულირებელი ორგანოს ორგანიზაციული სტრუქტურა;
    • გადაწყვეტილების მიმღები ორგანოს ორგანიზაციული სტრუქტურა;
    • გასაჩივრება და დავების გადაწყვეტა.
  2. უფლებამოსილებები და ვალდებულებები:
    • ზოგადი უფლებამოსილებები და ვალდებულებები;
    • ბაზრის ანალიზი;
    • მწირი რესურსების მართვა;
    • მომხმარებლის დაცვა;
    • საყოველთაო სერვისი.

ბიბლიოთეკა

იხილეთ ყველა