
მთავარი / იყავით ინფორმირებული / ბიბლიოთეკა
მენტორობის პროგრამების შექმნა გენდერული უთანასწორობის დასაძლევად საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიებში: სახელმძღვანელო აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებისთვის
თარიღი: დეკემბერი 2020
პროგრამის EU4Digital სახელმძღვანელო „მენტორობის პროგრამების შექმნა გენდერული უთანასწორობის დასაძლევად საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიებში: სახელმძღვანელო აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებისთვის“ ემყარება მენტორობის პროგრამის Women Go TechTM პრაქტიკული მაგალითების ანალიზს.
სახელმძღვანელოში განსაზღვრულია რეკომენდაციები იმ ორგანიზაციებისთვის, რომლებსაც სურთ რეალური ზეგავლენის პოტენციალის მქონე, მასშტაბირებადი და მაღალი ხარისხის მენტორობის პროგრამის დაწყება. სახელმძღვანელოში დეტალურად არის განხილული კონკრეტული კონტექსტი აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში (აზერბაიჯანი, ბელარუსი, მოლდოვის რესპუბლიკა, საქართველო, სომხეთი და უკრაინა), თუმცა მასში მოცემული ინფორმაციის უდიდესი ნაწილი და ყველა ძირითადი სახელმძღვანელო პრინციპი შეიძლება გამოყენებული იყოს ნებისმიერ მენტორობის პროგრამაში, მისი განხორციელების ადგილის მიუხედავად. გარდა ამისა, სახელმძღვანელოში აღწერილია ქალთა მენტორობის პროგრამების განხორციელებასთან დაკავშირებული ძირითადი გამოწვევები აღმოსავლეთ პარტნიორობის რეგიონში.
კვლევას ხელმძღვანელობდა პროგრამა EU4Digital, ხოლო ის მოამზადა პროგრამის „Women Go TechTM“ გუნდმა აღმოსავლეთ პარტნიორობის რეგიონის ექვსი ქვეყნის პარტნიორი ორგანიზაციების მონაწილეობით. დასკვნები და რეკომენდაციები შემუშავებული და ადაპტირებული იყო ამ ქვეყნების რეალობასთან, რაც განხორციელდა სემინარების რამდენიმე რაუნდით ექვს ბენეფიციარ ორგანიზაციასთან ერთად:
- Girls in Tech Armenia (სომხეთი);
- აზერბაიჯანელი ქალები საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების კლუბში – Femmes Digitales (აზერბაიჯანი);
- EPAM (ბელარუსი);
- ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო (GITA) (საქართველო);
- მოლდოვას საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიური კომპანიების ასოციაცია (ATIC) (მოლდოვის რესპუბლიკა);
- გოგონები ბუნებისმეტყველებაში, ტექნოლოგიებში, ინჟინერიასა და მათემატიკაში (უკრაინა).
- აზერბაიჯანი
- ბელარუსი
- მოლდოვის რესპუბლიკა
- საქართველო
- სომხეთი
- უკრაინა
- ICT ინოვაციები
