ეს არის დამხმარე მასალების ნაკრები, რომლებიც განხილული იქნა 2020 წლის 9-10 ივნისს ჩატარებულ ღონისძიებაზე EU4Digital: ე-ვაჭრობის ქსელი, მე-8 ონლაინ სემინარი. COVID-19 პანდემიის გამო ის ვიდეოკონფერენციის სახით ჩატარდა. ამ სემინარის მთავარი ამოცანები იყო ქსელის სამუშაო ჯგუფებთან შემდეგი საკითხების წარდგენა და განხილვა:
- ზოგადი სიახლეები ე-ვაჭრობაში
- სიახლეები კანონმდებლობაში
- სიახლეები ევროკავშირის პერსპექტივაში ციფრული ლოგისტიკის საკითხებზე და რეკომენდაციები ამ სფეროში
- ანალიზის შედეგი და შერჩეული საპილოტე შემთხვევები ე-მიწოდების,
ე-საბაჟოს და ციფრული სატრანსპორტო დერეფნის საქმიანობაში - წინსვლა და შუალედური შედეგები ე-კომერციაში და სამომავლო ნაბიჯები
მონაწილეები
სემინარში მონაწილეობდნენ პროგრამის EU4Digital გუნდის ექსპერტები და დაინტერესებული მხარეები პარტნიორი ქვეყნებიდან, რომელთაც გააზიარეს საკუთარი გამოცდილება და საუკეთესო პრაქტიკა.
მონაწილეებს შორის იყვნენ:
- სიტყვით გამომსვლელები ევროკომისიიდან (დაბეგვრის და საბაჟო კავშირის გენერალური დირექტორატი (DG TAXUD), საკომუნიკაციო ქსელების, კონტენტის და ტექნოლოგიების გენერალური დირექტორატი (DG CONNECT)) და
ე-ლოგისტიკის ექსპერტები ევროკავშირიდან; - პროგრამის EU4Digital საკონტაქტო ქსელი, ე-ვაჭრობა;
- ციფრული ბაზრების ჰარმონიზაციის (HDM) კოორდინატორები აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებიდან;
- სამოქალაქო საზოგადოების ფორუმის ე-ვაჭრობის ექსპერტები;
- ე-საბაჟოს, ე-კომერციის, ციფრული სატრანსპორტო დერეფნის სამუშაო ჯგუფის წევრები;
- პროგრამის EU4Digital წამყვანი ექსპერტები;
- პროგრამის EU4Digital ქვეყნის კოორდინატორები აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებიდან.
დღის წესრიგი
დღის წესრიგი ორ დღეს მოიცავდა, და ძირითადად ორიენტირებული იყო პროგრამის EU4Digital ე-ვაჭრობის სიახლეებზე (დღე 1) და პროგრამის EU4Digital წინსვლაზე, ე. ი.
ე-მიწოდებაზე, ე-საბაჟოსა და ციფრულ სატრანსპორტო დერეფანზე (დღე 2). თითოეული სესიის შემდეგ საკუთარ მოსაზრებებით და ანალიზით გამოდიოდნენ აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების წარმომადგენლები.
ღონისძიების დასკვნა
ციფრული ბაზრების ჰარმონიზაცია პროგრამის EU4Digital ერთ-ერთი მთავარი ამოცანაა და მის განსახორციელებლად უმნიშვნელოვანესია თანამშრომლობა ევროკავშირს და აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებს შორის. პროგრამის EU4Digital წინსვლის და გამოწვევების განხილვა, ანალიზის და საუკეთესო პრაქტიკის გაზიარება ეხმარება რეალური შედეგების მიღებას ე-ვაჭრობის სფეროში, რასაც დადებით გავლენა ექნება როგორც ბიზნესზე, ისე მოქალაქეებზე ევროკავშირსა და აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში.
მასალა
მასალები მოიცავს უახლეს მიღწევებს პროგრამის EU4Digital ე-ვაჭრობის საქმიანობის
ე-მიწოდების, ე-საბაჟოს, ე-კომერციის და ციფრული სატრანსპორტო დერეფნის (DTC) საკითხებში.
ე-მიწოდება:
- შესავალი სლაიდები;
- ე-მიწოდების საპილოტე პროექტის ანალიზი;
- ე-მიწოდების საპილოტე პროექტის განხორციელების გეგმა მონაწილეობის განსაზღვრით საპილოტე ქვეყნებიდან;
- სამოქმედო ნაბიჯები საპილოტე ქვეყნებისთვის;
- ანგარიში სახელმწიფოთაშორისი ე-ვაჭრობის საკანონმდებლო ხარვეზების ანალიზის შესახებ და რეკომენდაციები.
ე-საბაჟო:
- შესავალი სლაიდები
- საბაჟო ინფორმაციის გაცვლის არსებული გადაწყვეტების ანალიზი. ის ერთმანეთს ადარებს ყველაზე პოპულარულ თანამედროვე გადაწყვეტებს, რომლებიც ამჟამად გამოიყენება საბაჟო ხელისუფლების მიერ დასავლეთ ბალკანეთსა და ევროკავშირში, და განსაზღვრავს ყველაზე შესაფერისს ე-საბაჟოს საპილოტე საქმიანობისთვის.
- შერჩეული ქვეყნების ანალიზი. ანალიზი მოიცავს საბაჟო ინფორმაციის გაცვლის მიმდინარე მდგომარეობას აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში და მოსაზრებებს ქვეყნების პოტენციური წყვილების შესახებ (დაწყვილებული ქვეყნების წინასწარი სია შესაძლოა შეიცვალოს) ე-საბაჟოს საპილოტე საქმიანობისთვის.
ე-კომერცია:
- შესავალი სლაიდები
- ევროკავშირის საწყისი მონაცემები ე-კომერციისთვის. საწყისი მონაცემებში შესული ასპექტები წარმოადგენს კვლევის საფუძველს პარტნიორ ქვეყნებში კვლევის განმავლობაში.
ციფრული სატრანსპორტო დერეფანი:
- შესავალი სლაიდები
- მოსამზადებელი სამუშაო ციფრული მულტიმოდალური სატრანსპორტო დერეფნის პილოტირებისთვის ბალტიის ზღვასა და შავ ზღვას შორის, მათ შორის:
- საქმის ვითარება ქვეყნებში ციფრული სატრანსპორტო დერეფნის საქმიანობასთან დაკავშირებით
- ევროკავშირის მიმართულება და საუკეთესო პრაქტიკა
- ციფრული სატრანსპორტო დერეფნის კონცეფცია
- ციფრული სატრანსპორტო დერეფანი აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების განხორციელების სტრატეგიულ გეგმაში
- Living Labs სია
- ციფრული სატრანსპორტო დერეფნის განხორციელების ინდიკატური სტრატეგიული გეგმა.
დამხმარე მასალა ასევე მოიცავს სლაიდების პრეზენტაციას ღონისძიების განმავლობაში დემონსტრირებისთვის, მათ შორის:
- ე-ვაჭრობის უახლესი და უმნიშვნელოვანესი ინიციატივები ევროკავშირში
- საბაჟო კანონმდებლობის ბოლოდროინდელი განვითარება ე-ვაჭრობაში
- ელექტრონული ტვირთის ტრანსპორტირების რეგულაციების განახლება და ელექტრონული ინფორმაციის გაცვლა ბიზნესებს და საჯარო ადმინისტრაციებს შორის
- უახლესი რეკომენდაციები ლოგისტიკის სფეროსთვის ციფრული ტრანსპორტის და ლოგისტიკის ფორუმიდან
- გლობალური კოლაბორაციული ლოგისტიკა – ე-მიწოდების ხელმეორედ გამოყენება და ბიზნესის უნივერსალური ენის (UBL) გამოყენება
დამატებითი ინფორმაციისთვის და განმარტებისთვის დღის წესრიგის საკითხებზე, დაუკავშირდით იგორ მიხაილოვსკის (mia@ipps.by).