
მთავარი / იყავით ინფორმირებული / ბიბლიოთეკა
მთავრობის მომავალი 2030+: მთავრობის ახალი მოდელები, რომლის ცენტრშია მოქალაქე
თარიღი: 2019
ერთობლივი კვლევის ცენტრის მიერ გაკეთებული ანგარიში იკვლევს ახალ საზოგადოებრივ მოწყობასთან დაკავშირებულ გამოწვევებს, აანალიზებს ტენდენციებს უსწრაფესად ცვალებად ციფრულ სამყაროში და იწყებს დისკუსიას შესაძლო სამომავლო მთავრობის მოდელებზე ევროკავშირის მასშტაბით. ამ გამოწვევების გადასაჭრელად ერთობლივად არის გამოყენებული მოქალაქეთა ჩართულობა, პროგნოზირება და დიზაინი, ხოლო ჩარჩოს წარმოადგენს ციფრული პოლიტიკის სფეროს უახლესი ლიტერატურა და მედია. ამ პროექტის კვლევის მთავარი კითხვა შემდეგია: როგორ განახორციელებენ მოქალაქეები სხვა მონაწილეებთან ერთად მთავრობების, პოლიტიკის და დემოკრატიის ფორმირებას 2030 წელს და მას შემდეგ? 150-ზე მეტმა მოქალაქემ, ასევე სამოქალაქო საზოგადოებრივი ორგანიზაციების, სამეცნიერო წრეების, ბიზნესის და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებმა და დიზაინის ფაკულტეტის 100-მა სტუდენტმა მონაწილეობა მიიღო მაღალი ჩართულობის კოლექტიურ პროცესში სამომავლო სცენარების და კონცეფციების შესაქმნელად. შეიქმნა ოთხი სცენარი 20 ისტორიის გამოყენებით, რომლებიც მოქალაქეების მონაწილეობით ჩატარებულ სემინარებზე წამოიჭრა. დიზაინის ფაკულტეტის სტუდენტებმა ეს ისტორიები გამოიყენეს შთაგონების წყაროდ FuturGov 40 კონცეფციის შესაქმნელად. FuturGov ჩართულობის თამაშის საშუალებით, პროექტი მიზნად ისახავს გამოიწვიოს და წამოიწყოს დისკუსია მოქალაქეებთან, ბიზნესთან, სამოქალაქო საზოგადოებრივ ორგანიზაციებთან, პოლიტიკის დამსახველებთან და საჯარო მოხელეებთან ევროპაში.
- აზერბაიჯანი
- ბელარუსი
- მოლდოვის რესპუბლიკა
- საქართველო
- სომხეთი
- უკრაინა
- ელექტრონული უნარები
