
მთავარი / იყავით ინფორმირებული / ბიბლიოთეკა
ტექნოლოგიური ინოვაციის გავლენა სამუშაოს მომავალზე
თარიღი: 2019
ერთობლივი კვლევის ცენტრის სამუშაო დოკუმენტში წარმოდგენილია შრომის ბაზარზე ტექნოლოგიური ინოვაციების გავლენის განახლებული ფაქტები, რაც ემყარება აკადემიურ ლიტერატურას და განიხილავს აღნიშნულის შედეგად წარმოქმნილ პოლიტიკის გამოწვევებს, პოლიტიკის რეაგირების მაგალითებთან ერთად. ერთი მთავარი შედეგი ის არის, რომ დღეისათვის ბოლოდროინდელ ტექნოლოგიურ ცვლილებებს მცირე გავლენა ჰქონდა ზოგადად სამუშაო ადგილების რაოდენობაზე, მაგრამ მათ გამოიწვიეს სამუშაო ადგილების მნიშვნელოვანი რესტრუქტურიზაცია. აღნიშნული გულისხმობს სამ ძირითად გამოწვევას ევროპული შრომის ბაზრისთვის: პირველ რიგში, ციფრული ტექნოლოგიების დანერგვა მოითხოვს განსხვავებულ უნარებს, და მომუშავეთა ბედი ცვალებად შრომის ბაზრებზე ძირეულად არის დამოკიდებული მათ უნარზე ფეხი აუწყონ ამ ცვლილებებს. მეორე, ციფრული ტექნოლოგიების დანერგვა არ არის წმინდა ტექნოლოგიური პროცესი, ის ასევე მოითხოვს თანმდევ პროცესებს ორგანიზაციული ცვლილებების კუთხით. მესამე, ციფრული ტექნოლოგიების დანერგვას თან ახლავს ალტერნატიული შრომითი გადაწყვეტილებების წილის ზრდა, რასაც იწვევს აუთსორსინგის, სტანდარტიზაციის, ფრაგმენტაციის და ონლაინ პლატფორმების წილის ზრდა. ეს ალტერნატიული შრომითი გადაწყვეტილებები გულისხმობს როგორც ახალ შესაძლებლობებს, ისე ახალ გამოწვევებს. ეს გამოწვევები მოითხოვს ადეკვატურ პოლიტიკურ რეაგირებას ევროპულ, ეროვნულ და რეგიონულ დონეზე; დოკუმენტი ასახავს აღნიშნულ პოლიტიკურ რეაგირებას საგანმანათლებლო და ტრენინგის პოლიტიკის, აქტიური შრომის ბაზრის პოლიტიკის, შემოსავლების პოლიტიკისა და საგადასახადო სისტემების და ტექნოლოგიების პოლიტიკის კუთხით.
- აზერბაიჯანი
- ბელარუსი
- მოლდოვის რესპუბლიკა
- საქართველო
- სომხეთი
- უკრაინა
- ელექტრონული უნარები
