2019 წლის 28 თებერვალს ბუქარესტში ჩატარებული ციფრული ეკონომიკის საკითხზე აღმოსავლეთ პარტნიორობის მინისტერიალის მესამე შეხვედრის დეკლარაცია.
ევროკავშირმა, ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების და აღმოსავლეთ პარტნიორობის შემადგენლობაში შემავალი ექვსი ქვეყნის მინისტრებმა და წარმომადგენლებმა დაამტკიცეს დეკლარაცია, რომელიც ავალდებულებს აღმოსავლეთ პარტნიორობის ექვს ქვეყანას სტრატეგიული გეგმის საშუალებით როუმინგის რეგიონული შეთანხმების მიღწევის თაობაზე ერთმანეთს შორის 2020 წლის ბოლომდე.