ევროკავშირში ქალები ძალზე მნიშვნელოვან როლს ასრულებენ საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიებში – ისინინერგავენ ტექნოლოგიურ ინოვაციებს, რითაც სარგებელს იღებს მთელი საზოგადოება. გაიგეთ, თუ როგორ ეხმარება პროგრამა #EU4Digital ევროკავშირის აღმოსავლეთ პარტნიორებს ისეთი გარემოს შექმნაში, რომელშიც კრეატიულობა ტექნოლოგიურ სფეროში სწრაფად განვითარდება: https://bit.ly/2FCOTeQ.
გენდერული თანასწორობა წარმოადგენს ევროკავშირის და აღმოსავლეთ პარტნიორობის თანამშრომლობის საფუძველს. ევროკავშირი წინა პლანზე სწევს გენდერული თანასწორობის მხარდაჭერას თანამშრომლობის ყველა სექტორში იმისათვის, რომ ხელი შეუწყოს ქალების გაძლიერებას და გენდერულ ბალანსს რეგიონში.