
მთავარი / იყავით ინფორმირებული / ბიბლიოთეკა
პოლიტიკის როგორი ალტერნატივები არსებობს? სისტემური მიმოხილვა: პოლიტიკის რეაგირება სამუშაო ბაზარზე რობოტიზაციის და ავტომატიზაციის გავლენებზე
თარიღი: 2019
ერთობლივი კვლევის ცენტრის კვლევა ატარებს კომპლექსურ მიმოხილვას პოლიტიკის სამი მთავარი რეაგირების შესახებ სამუშაო ბაზრის გამოწვევებზე, რაც რობოტიზაციით და ავტომატიზაციით არის გამოწვეული. პირველია „საგადასახადო რობოტები“ და აქედან მიღებული მოგების გამოყენება საბაზისო შემოსავლის დასაწესებლად ადამიანების რობოტებით ჩანაცვლების უარყოფითი გავლენის საკომპენსაციოდ. მეორე ვარიანტია რობოტების ფლობა იმგვარად, რომ შესაძლებელი გახდეს სიმდიდრის ახალი წყაროს მიღება. მესამე ფოკუსირებულია ადამიანების შედარებითი უპირატესობების, შემოქმედებითობის და სოციალური ინტელექტის გაუმჯობესებაზე, ანუ იმაზე, რაც რობოტებს ვერასოდეს ექნებათ. პოლიტიკის ყველა აღნიშნულ რეაგირებას ახლავს ეკონომიკური დასაბუთება, მაგრამ სისტემურ მიმოხილვაში ნაჩვენებია, რომ ყველა მათგანი აყენებს შემდგომ შეკითხვებს და გამოწვევებს, რომლებიც საფუძვლიანად უნდა იყოს გამოკვლეული სწორი სტრატეგიის შესარჩევად. გარდა ამისა, უფრო ფართო გაგებით პოლიტიკის ეს ვარიანტები – ტექნოლოგიური ცვლილებების სარგებლიანობის გადანაწილება, სარგებლიანობის და ცვლილებების გამოყენების ხელმისაწვდომობის გაუმჯობესება, და ინდივიდუალური და ინსტიტუციური რეგულირების მხარდაჭერა – აქტუალურია ყოველი ტექნოლოგიური ტრანსფორმაციისთვის. აქედან გამომდინარე, სპეციფიკური ტექნოლოგიებით, რობოტიზაციით და ავტომატიზაციით გამოწვეული პოლიტიკის ვარიანტების მიმდინარე განხილვიდან მიღებული გამოცდილება შეიძლება გამოყენებული იყოს მაგალითად სხვა ტექნოლოგიებით გამოწვეული პოტენციური პოლიტიკური რეაგირებისთვის.
- აზერბაიჯანი
- ბელარუსი
- მოლდოვის რესპუბლიკა
- საქართველო
- სომხეთი
- უკრაინა
- ელექტრონული უნარები
