ევროკავშირის ციფრული უნარების და სამსახურების კოალიციამ შეადგინა ციფრული უნარების რესურსების და საუკეთესო პრაქტიკის სია კორონავირუსის კრიზისის გამოწვევების გადაჭრის მიზნით.
კორონავირუსის პანდემიით გამოწვეული მთელი მიმდინარე კრიზისის განმავლობაში ციფრული უნარების და სამსახურების კოალიცია ორგანიზებას უწევდა თემატურ ვებინარებს ეროვნულ კოალიციებთან და მათ წევრებთან ერთად. ამ ვებინარების განმავლობაში მონაწილეები აზიარებდნენ საკუთარ გამოწვევებს, გადაწყვეტებს და გამოცდილებას ევროპის მოსახლეობაში ციფრულ უნარებზე უეცრად გაჩენილი საჭიროების პასუხად. ეს ინიციატივები მოიცავს სხვადასხვა თემებს იმ ახალი სიტუაციის ირგვლივ, რომელშიც აღმოჩნდნენ მასწავლებლები, სტუდენტები, მცირე და საშუალო საწარმოების მფლობელები, დასაქმებულები, თვითდასაქმებულები და მოქალაქეები. ეროვნული კოალიციების მიერ განსაზღვრული და შეკრებილი სხვადასხვა ინიციატივა და საუკეთესო პრაქტიკა შეინახება და განახლდება ამ გვერდზე გაზიარების და განმეორებით გამოყენებისთვის.
ეს ინიციატივები და საუკეთესო პრაქტიკა 4 ჯგუფად იყოფა:
- ციფრული უნარები ყველასთვის
- ციფრული უნარები განათლებისთვის
- ციფრული უნარები დასაქმებულებისთვის
- ციფრული უნარები საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების სპეციალისტებისთვის
ციფრული უნარების და სამსახურების კოალიცია აერთიანებს ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებს, კომპანიებს, სოციალურ პარტნიორებს, არაკომერციულ ორგანიზაციებს და განათლების პროვაიდერებს, რომლებიც მუშაობენ ციფრული უნარების პრობლემის გადასაჭრელად ევროპაში.
აღმოსავლეთ პარტნიორობის რეგიონში ინიციატივა EU4Digital ხელს უწყობს ციფრული უნარების და სამსახურების ეროვნული კოალიციების დაარსებას.
ციფრული უნარების და სამსახურების კოალიცია: ციფრული უნარების რესურსების შეკრება