აღმოსავლეთ პარტნიორობის ელექტრონული კომუნიკაციების მარეგულირებელთა ქსელის (EaPeReg) დამოუკიდებელ მარეგულირებელთა და ფართოზოლოვანი გადაცემის ექსპერტთა სამუშაო ჯგუფის (IRB EWG) მე-9 შეხვედრა გაიმართება 2020 წლის 3-4 მარტს ბელგრადში, სერბია. ღონისძიება ორგანიზებული იქნება დამოუკიდებელ მარეგულირებელთა და ფართოზოლოვანი გადაცემის ექსპერტთა სამუშაო ჯგუფის (IRB EWG), ხოლო დაფინანსებული – ევროკომისიის მიერ.
შეხვედრის ერთ-ერთი ძირითადი ამოცანაა ელექტრონული კომუნიკაციების ეროვნული მარეგულირებელი ორგანოების (NRA) დამოუკიდებლობის შეფასების მეთოდოლოგიის წარდგენა აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებისთვის, რომელიც მომზადდა EU4Digital გუნდის მიერ IRB EWG ექსპერტებთან თანამშრომლობით. გარდა ამისა, შეხვედრაზე წარმოდგენილი იქნება საწყისი ანალიზის შედეგები იმ პასუხების საფუძველზე, რომლებიც მოწოდებული იყო თებერვალში დაწყებული კვლევის განმავლობაში, და მოხდება შეთანხმება მომდევნო ნაბიჯებზე დამოუკიდებლობის შესაფასებელი საქმიანობის დასასრულებლად. წარმოდგენილი იქნება ასევე გერმანიის, იტალიის და პორტუგალიის ეროვნული მარეგულირებლების ორგანიზაციული სტრუქტურა, რაც მოიცავს საუკეთესო პრაქტიკას, ევროკავშირის საკანონმდებლო ჩარჩოს და ეროვნული მარეგულირებელი ორგანოების სარეგულაციო საქმიანობას, რასაც მოაქვს სარგებელი და წარმატებული შედეგები ელექტრონული კომუნიკაციების ბაზრისთვის.