დამოუკიდებელ მარგულირებელთა და ფართოზოლოვანი გადაცემის ექსპერტთა სამუშაო ჯგუფმა (IRB EWG) დაამტკიცა სანიმუშო კანონი ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ, რომელიც მოამზადა პროგრამამ EU4Digital აღმოსავლეთ პარტნიორობის ელექტრონული კომუნიკაციების მარეგულირებელთა ქსელის (EaPeReg) დამოუკიდებელ მარგულირებელთა და ფართოდიაპაზონიანი გადაცემის ექსპერტთა სამუშაო ჯგუფთან (IRB EWG) ერთად.
სანიმუშო კანონი ხელს უწყობს აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების ეროვნული მარეგულირებელი ორგანოების დამოუკიდებლობის გაძლიერებას. კანონი ოფიციალურად დამტკიცდა 25 ნოემბერს ლისაბონში სამუშაო ჯგუფის მე-12 შეხვედრაზე. ჯგუფი ერთხმად შეთანხმდა, რომ სანიმუშო კანონი შეფასების ანგარიშთან ერთად, რომელიც აშუქებს მნიშვნელოვან რეკომენდაციებს თითოეული ქვეყნისთვის, არის ძალზე სასარგებლო ინსტრუმენტი ელექტრონული კომუნიკაციების სფეროს ეროვნული მარეგულირებელი ორგანოების გასაძლიერებლად.
ამ ანგარიშს საფუძვლად უდევს აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების ეროვნული მარეგულირებელი ორგანოების დამოუკიდებლობის ანალიტიკური ანგარიში, დასრულებული 2020 წელს საკანონმდებლო ხარვეზების იდენტიფიცირებით და სათანადო რეკომენდაციებით.
ხარვეზების შეფასება ჩატარებულია კრიტერიუმებით, რომლებიც ჩამოთვლილია აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების ეროვნული ელექტრონული კომუნიკაციების მარეგულირებელი ორგანოების დამოუკიდებლობის შეფასების მეთოდოლოგიაში.
სანიმუშო კანონის ფარგლებში მოცემულია ყველა საჭირო ნორმა, რომლებიც მზად არის ტრანსპოზიციისთვის, რათა უზრუნველყოფილი იყოს სრული შესაბამისობა ევროკავშირის სათანადო მოთხოვნებთან. დამოუკიდებელ მარეგულირებელთა და ფართოზოლოვანი გადაცემის ექსპერტთა სამუშაო ჯგუფი (IRB EWG) შეთანხმდა რეგულარულად შეაფასოს სანიმუშო კანონის ტრანსპოზიცია აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების ეროვნულ კანონმდებლობებში.