18 მაისს პროგრამის EU4Digital საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების ინოვაციური ეკოსისტემის განვითარების ქსელურ ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს აღმოსავლეთ პარტნიორობის ექვსი ქვეყნის და ევროკავშირის წამყვანი ორგანიზაციების წარმომადგენლებმა, რომლებიც ხელს უწყობენ ინოვაციური სტარტაპების და მცირე და საშუალო საწარმოების ეკოსისტემის მშენებლობას. ღონისძიებაზე განიხილეს ექსპერტთა საზოგადოებების და ეკოსისტემის მშენებლების როლი და მნიშვნელობა ინოვაციური ეკოსისტემების განვითარებაში.
ღონისძიებამ უმასპინძლა ევროკავშირის წამყვანი ორგანიზაციების წარმომადგენლებს, რომლებმაც დამსწრეებს გააცნეს ინიციატივები და პოტენციალის შექმნის პროექტები ეკოსისტემის განვითარებისთვის. ეს ორგანიზაციებია:
- ევროპის რეგიონის სტარტაპების ქსელი (SERN).
- ციფრული მცირე და საშუალო საწარმოების ევროპული ალიანსი.
- გერმანიის საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიური მცირე და საშუალო საწარმოების ფედერალური ასოციაცია (BITMi).
ღონისძიებას დაესწრო სულ 70-მდე მონაწილე და სახელმწიფო და კერძო სექტორის 51 ორგანიზაცია აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებიდან. დისკუსია ჩატარდა შემდეგი ორგანიზაციების წარმომადგენლების მონაწილეობით: ბიზნესის მხარდამჭერი ორგანიზაციები, ქსელები და ასოციაციები, ტექნოპარკები, ასევე სამინისტროების დონის წარმომადგენლები და ინოვაციის ეკოსისტემის განვითარების მაკოორდინირებელი უწყებები აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში.
ღონისძიება გახსნა პროგრამის EU4Digital თემატურმა კოორდინატორმა არტურას პილიპონისმა. მან მონაწილეებს გააცნო პროგრამა EU4Digital და ქსელური ღონისძიების მიზნები. დღის წესრიგში მომდევნო იყო საპროგრამო მოხსენება „საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების სამეწარმეო ეკოსისტემის გააზრება აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში და ეკოსისტემის მშენებლის როლი“, რომელიც გააკეთა პროგრამის EU4Digital საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიური ინოვაციების ჯგუფის უფროსმა ექსპერტმა ხესუს ლოზანომ. ბ-ნმა ლოზანომ განსაზღვრა საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიური ინოვაციის ეკოსისტემა, როგორც საჯარო და კერძო ორგანიზაციების გაერთიანება, რომელიც ხელს უწყობს ინოვაციებს და კომპანიების შექმნას, და წარმატების უზრუნველსაყოფად მათ ცოდნაზე, ბაზრებზე და რესურსებზე წვდომას სთავაზობს. მითითებით ახლახან დაწერილ დოკუმენტზე „საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების სამეწარმეო ეკოსისტემების შექმნის სახელმძღვანელო აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში: ტექნოლოგიური მზადყოფნის ანალიზი და რეკომენდაციები“, მან მიმოიხილა აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების სამეწარმეო
ეკოსისტემების ტექნოლოგიური მზადყოფნის ანალიზი და ხაზი გაუსვა ეკოსისტემის მშენებლების მნიშვნელობას კერძო და საჯარო სექტორის ძალისხმევის ერთმანეთთან დაკავშირების საკითხში. ასევე უმნიშვნელოვანესია ექსპერტთა საზოგადოებების როლი, რომლებიც შესაბამისი ექსპერტული ცოდნით ეხმარებიან მთავრობებს სტრატეგიული გადაწყვეტილებების მიღებაში ეკოსისტემების განვითარების მიზნით. საქართველოს საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების კლასტერის საბჭოს წევრმა, ბ-ნმა შოთა მურცხვალაძემ წამოიწყო დისკუსია ბაზარზე სამთავრობო სტრუქტურების მონაწილეობის შესახებ.
ქსელური აქტივობა საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების განვითარების საკითხზე განაგრძო ევროპის რეგიონის სტარტაპების ქსელის (SERN) საბჭოს წევრმა კიარა ფრენჩიამ, რომელმაც წარმოადგინა „ევროპის რეგიონის სტარტაპების ქსელის (SERN) საქმიანი წინადადება“. ქ-ნმა ფრენჩიამ წარმოადგინა ევროპის რეგიონის სტარტაპების ქსელის უპირატესობები ასოციაციების, აქსელერატორების, ინკუბატორების, რეგისტრირებული ტრენინგის ორგანიზაციების, უნივერსიტეტების, ადგილობრივი ხელისუფლებების და განვითარების და ინოვაციის სააგენტოებისთვის, რომელთა მიზანია სტარტაპების და მცირე და საშუალო საწარმოების ეკოსისტემების განვითარება. ამ ორგანიზაციის სერვისები ასევე ხელმისაწვდომია დაინტერესებული მხარეებისთვის აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებიდან, უფასო წევრობის საშუალებით. სპიკერმა ისაუბრა ევროპის რეგიონის სტარტაპების ქსელის (SERN) ინიციატივებზე შემდეგ სფეროებში: ინოვაციური შესყიდვები, ინოვაციის ფინანსური ინსტრუმენტები, სამუშაო ადგილის ინოვაცია, საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების და ხელოვნების კავშირი; მან მიიწვია აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების ორგანიზაციები ევროკავშირის რეგიონის ორგანიზაციებთან ქსელური საქმიანობისთვის ამ საკითხებზე. ღონისძიების მეორე ნაწილი დაეთმო ექსპერტთა საზოგადოებების მოხსენებებს ციფრული ბაზრების განვითარების თაობაზე. ციფრული მცირე და საშუალო საწარმოების ევროპული ალიანსის წარმომადგენლებმა, გენერალურმა მდივანმა სებასტიანო ტოფალეტიმ, უფროსმა მენეჯერმა პოლიტიკის საკითხებში ანიკა ლინკმა და პროექტის დირექტორმა იუსტინა ბიელიაუსკაიტემ წარმოადგინეს „ციფრული მცირე და საშუალო საწარმოების ევროპული ალიანსის საქმიანი წინადადება“. ევროპის საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიებზე მომუშავე მცირე და საშუალო საწარმოების პირველი და უდიდესი ასოციაცია, ციფრული მცირე და საშუალო საწარმოების ევროპული ალიანსი, მოიცავს ბიზნესის მხარდამჭერ 30 წევრ ორგანიზაციას, რომლებიც ევროპის 20,000-ზე მეტ ციფრულ მცირე და საშუალო საწარმოს წარმოადგენენ. სპიკერებმა მიმოიხილეს ბიზნესის მხარდამჭერი წევრი ორგანიზაციებისთვის შეთავაზებული სერვისების ძირითადი მიმართულებები, რომლებიც მოიცავს პოლიტიკის საკითხებს, ქსელურ აქტივობას და ფინანსებზე წვდომას. კერძოდ, განმარტებული იქნა პოლიტიკის სამუშაო ჯგუფების მექანიზმი, რომელიც იძლევა ციფრული მცირე და საშუალო საწარმოების კონსოლიდაციის საშუალებას და ხელს უწყობს ფართო პარტნიორობების ჩამოყალიბებას ევროპული პოლიტიკის განვითარების მიზნით ციფრულ ბაზრებზე. მაგალითების სახით განხილული იქნა აღნიშნული სამუშაო ჯგუფების მიღწევები სტანდარტიზაციის და ხელოვნური ინტელექტის სფეროებში. ბოლოს, აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების წარმომადგენლებს შესთავაზეს
ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტების ერთობლივად წარდგენა და ქსელური აქტივობა ევროკავშირის ბიზნესის მხარდამჭერ ორგანიზაციებთან.
ღონისძიების ბოლო ნაწილში განიხილეს ის გზები, რომელთა საშუალებით დაინტერესებულ მხარეებს აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებიდან შეუძლიათ ჩამოაყალიბონ ციფრული და ინოვაციის საზოგადოებები ევროკავშირის წარმომადგენელ კოლეგებთან ერთად. გერმანიის საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიური მცირე და საშუალო საწარმოების ფედერალური ასოციაციის (BITMi) საოპერაციო გუნდის ხელმძღვანელმა ქ-ნმა ლიზა ერენტროტმა წარმოადგინა „გერმანიის საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიური მცირე და საშუალო საწარმოების ფედერალური ასოციაციის გამოცდილება“. ქ-ნმა ერენტროტმა მიმოიხილა გერმანიის საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიური მცირე და საშუალო საწარმოების ფედერალური ასოციაციის (BITMi) სამუშაო ჯგუფების შექმნის მეთოდი და მათ მიერ ციფრული ბაზრის განვითარებაში შეტანილი წვლილი. გარდა ამისა, მან დამსწრეებს გაუზიარა მეთოდები, რომლის საშუალებით ციფრული მცირე და საშუალო საწარმოების ევროპული ალიანსი მონაწილეობს საქმიანობაში სახელმწიფო დონეზე. მან აღნიშნა, რომ ამ მეთოდების დანერგვა აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებშიც არის შესაძლებელი.
შემდეგ ბ-ნმა სებასტიანო ტოფალეტიმ დამსწრეებს გაუზიარა „იტალიის ციფრული მცირე და საშუალო საწარმოების ალიანსის გამოცდილება“. მან განმარტა ჰიბრიდული წევრობის მოდელი ციფრული ბაზრების განვითარებით დაინტერესებული სხვადასხვა ტიპის მონაწილეებისთვის. მან ასევე მიიწვია ბიზნესის მხარდამჭერი ორგანიზაციები აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში ეროვნული გამოცდილების გასაძლიერებლად და საერთაშორისო პარტნიორობების შესაქმნელად ციფრული მცირე და საშუალო საწარმოების ევროპული ალიანსის საშუალებით.
დასკვნის სახით, პროგრამის EU4Digital საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიური ინოვაციების მიმართულების ხელმძღვანელმა ანა პობოლმა ისაუბრა აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში ეკოსისტემის მონაწილეთა მნიშვნელობის შესახებ არსებულ ინსტიტუციურ ჩარჩოებთან თანამშრომლობის კუთხით. გარდა ამისა, ციფრული ბაზრების განვითარების და ინოვაციური სტარტაპების/მცირე და საშუალო საწარმოების ზრდის თვალსაზრისით, მნიშვნელოვანია ცოდნის გაღრმავება ევროკავშირში უკვე დამტკიცებული საოპერაციო და საორგანიზაციო მოდელების, პროცედურების, საშუალებების და ექსპერტიზის შესახებ.
პრეზენტაციები:
- „ეკოსისტემის მშენებლის როლი“
- „ევროპის რეგიონის სტარტაპების ქსელის საქმიანი წინადადება“
- „ციფრული მცირე და საშუალო საწარმოების ევროპული ალიანსის საქმიანი წინადადება’’
- „გერმანიის საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიური მცირე და საშუალო საწარმოების ფედერალური ასოციაციის (BITMi) გამოცდილება“
- „იტალიის ციფრული მცირე და საშუალო საწარმოების ალიანსის გამოცდილება“
***
საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიური ინოვაციების ქსელური აქტივობის ღონისძიებები
ღონისძიება საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების ეკოსისტემის განვითარების საკითხებზე იყო ამ ციკლის ბოლო ღონისძიება, ორგანიზებული პროგრამის EU4Digital საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიური ინოვაციების გუნდის მიერ. დღემდე ორგანიზებული იყო მთელი რიგი ქსელური აქტივობის ღონისძიებები პოლიტიკის შემდეგ სფეროებში: ბლოკჩეინი, ფინანსებზე წვდომა, საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიური კლასტერების განვითარება, ინტელექტუალური საკუთრების მართვა და ციფრული ინოვაციის ჰაბების განვითარება. საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიური ინოვაციები ქსელური აქტივობის ღონისძიებების მიზანია ხელი შეუწყოს აღმოსავლეთ პარტნიორობის რეგიონში საზოგადოებების ჩამოყალიბებას საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიური ინოვაციების პოლიტიკის შერჩეულ სფეროებში. რეგიონში ქსელების შექმნის გარდა, ამ ღონისძიებების ამოცანაა ორმხრივი და მრავალმხრივი კავშირების დამყარება აღმოსავლეთ პარტნიორობის ორგანიზაციებს და დაინტერესებულ პირებს შორის ევროკავშირის მხრიდან, სტაბილური თანამშრომლობის და პროექტების მხარდასაჭერად მომავალში. ამ ძალისხმევის მიზანია ცოდნის გაღრმავება ევროკავშირის შესაბამისი საუკეთესო პრაქტიკის შესახებ და ამ ცოდნის უკეთ გააზრება დაინტერესებული მხარეების მიერ ამ რეგიონში. ამიტომ ღონისძიებების ამ სერიას ჰყავს ფართო სამიზნე აუდიტორია, მათ შორის სამინისტროს დონის წარმომადგენლები და უწყებები, შესაბამისი პოლიტიკური სფეროს ასოციაციები და ქსელები, საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიური ინფრასტრუქტურული ორგანიზაციები, და საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიური ინოვაციის ეკოსისტემის სხვა წარმომადგენლები.