22 აპრილს პროგრამა EU4Digital ატარებს საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიური ინოვაციების ქსელურ ღონისძიებას თემაზე: „ქსელური აქტივობა ევროკავშირის ციფრული ინოვაციის ჰაბებთან კომპეტენციის ცენტრების, პლატფორმების, საშუალებების და სერვისების განვითარების მხარდასაჭერად მცირე და საშუალო საწარმოების ციფრული ტრანსფორმაციის ხელშეწყობის მიზნით აღმოსავლეთ პარტნიორობის რეგიონში“.
ქსელური ღონისძიების ძირითადი საკითხი იქნება ევროკავშირის წამყვანი ციფრული ინოვაციის ჰაბების და მათი ქსელების გამოცდილების პრეზენტაცია, რომელიც დაეხმარება ახალი ციფრული ტრანსფორმაციის ჰაბებს და მსგავს ორგანიზაციებს აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში მათი სპეციალიზებული სერვისების, დამოუკიდებლად ფინანსირებადი ბიზნეს-მოდელების და პოტენციალის შექმნის პროგრამების შექმნაში. ღონისძიება დააინტერესებს შემდეგ ორგანიზაციებს: კომპეტენციის ცენტრები ციფრული ტექნოლოგიური ინფრასტრუქტურით, ბიზნესის მხარდამჭერი ორგანიზაციები, ქსელები და ასოციაციები, დაკავშირებული ციფრულ ტრანსფორმაციასთან მე-4 სამრეწველო რევოლუციის სფეროში, ასევე სამინისტროების წარმომადგენლები და ინოვაციის ეკოსისტემის მაკოორდინირებელი უწყებები.
ღონისძიების მიზანია ცოდნის გაუმჯობესება იმ საშუალებების და შესაძლებლობების შესახებ, რომელსაც მსურველებს სთავაზობენ ბიზნესის ციფრული ტრანსფორმაციის სფეროს წამყვანი ევროპული ორგანიზაციები; ასევე დისკუსიები პოტენციალის შექმნის და სპეციალიზებული სერვისების განვითარების შესაძლებლობებზე ციფრული ინოვაციის ჰაბების ჩამოყალიბებისთვის აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში.
ქსელურ ღონისძიებას გახსნის საპროგრამო მოხსენება ციფრული ინოვაციის ჰაბების ევროპული პოლიტიკის შესახებ, რომელსაც გააკეთებს ევროკომისიის საკომუნიკაციო ქსელების, კონტენტის და ტექნოლოგიის გენერალური დირექტორატის (DG CONNECT) წარმომადგენელი. შემდეგ ციფრული ინოვაციის ჰაბების ქსელის (DIHNET.EU) წარმომადგენელი ისაუბრებს ამ ქსელის საშუალებების და სერვისების, და პოტენციური სარგებლის შესახებ მონაწილეებისთვის აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებიდან. ორგანიზაციის FundingBox წარმომადგენელი ისაუბრებს კასკადური დაფინანსების საკითხზე და გამოცდილებაზე, რომელიც ასახავს ძირითად მექანიზმებს მცირე და საშუალო საწარმოების მხარდასაჭერად ციფრული ტრანსფორმაციის პროცესში. ღონისძიების დასკვნითი ნაწილი შეეხება გადამამუშავებელი მრეწველობის ციფრულ გარდაქმნას, სადაც ევროკავშირის ინიციატივა I4MS წარმოადგენს საკუთარ საქმიან წინადადებას, ხოლო am-LAB ისაუბრებს წამყვანი ციფრული ინოვაციის ჰაბის მართვის საკუთარ გამოცდილებაზე უნგრეთში.
შეხვედრის მოდერატორი იქნება პროგრამის EU4Digital საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიური ინოვაციების მიმართულების ხელმძღვანელი ანა პობოლი; პრეზენტაციების და კითხვა-პასუხის ფორმატში გამართულ სესიებზე სიტყვით გამოვლენ შემდეგი სპიკერები ევროკავშირიდან და აღმოსავლეთ პარტნიორობის რეგიონიდან:
- მატიას კუომი, მოვლინებული ეროვნული ექსპერტი, CNECT.A.4, „ინდუსტრიული ქვეყნების ციფრული ტრანსფორმაცია“, ევროკომისიის საკომუნიკაციო ქსელების, კონტენტის და ტექნოლოგიის გენერალური დირექტორატი (DG CONNECT).
- მორიც ბატერი, პროექტის ხელმძღვანელი, ციფრული ინოვაციის ჰაბების ქსელი.
- მაიტე კარაცედო, პარტნიორი და ბიზნესის განვითარების უფროსი სპეციალისტი, FundingBox.
- მარია როკა, პროექტის მენეჯერი, I4MS.
- ბალაშ ბარტა, დამფუძნებელი, am-LAB.
თუ დაინტერესებული ხართ ღონისძიებაში მონაწილეობით ან გაქვთ შეკითხვები, გთხოვთ, დაუკავშირდეთ საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიური ინოვაციების მიმართულების ხელმძღვანელს ანა პობოლს (anna.pobol@gmail.com).
სამიზნე აუდიტორიის რეგისტრაცია იწარმოებს აქ 21 აპრილამდე.
წარსულში ჩატარებული საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების ქსელური აქტივობის ღონისძიებები:
- საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიური ინოვაციების პირველი ქსელური ღონისძიება ბლოკჩეინის საკითხზე
- საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიური ინოვაციების ქსელური აქტივობის მეორე ღონისძიება ალტერნატიული დაფინანსების საკითხებზე
- საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიური ინოვაციების ქსელური აქტივობის მესამე ღონისძიება კლასტერების საკითხზე
- საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიური ინოვაციების მეოთხე ქსელური ღონისძიება ინტელექტუალური საკუთრების მართვის საკითხზე