ევროკავშირის ახალი ანგარიში უჩვენებს ციფრული სიცოცხლისუნარიანობის მნიშვნელობას კრიზისის პერიოდში

  • თარიღი: 12/06/20
  • გააზიარეთ:

გუშინ ევროკომისიამ გამოაქვეყნა 2020 წლის ციფრული ეკონომიკის და საზოგადოების ინდექსის (DESI) შედეგები; DESI მონიტორინგს უწევს ევროპის ზოგადი ციფრული საქმიანობის მაჩვენებლებს და ევროკავშირის ქვეყნების წინსვლას მათი ციფრული კონკურენტუნარიანობის მიხედვით. წელს ციფრული ეკონომიკის და საზოგადოების ინდექსი (DESI) უჩვენებს, რომ წინსვლა აღნიშნება ყველა წევრ სახელმწიფოში და ინდექსში გაზომილ ყველა ძირითად სექტორში.

ეს კიდევ უფრო მნიშვნელოვანი ხდება კორონავირუსის პანდემიის კონტექსტში, რომელმაც უჩვენა ციფრული ტექნოლოგიების მნიშვნელობის ზრდა, ვინაიდან ისინი იძლევა სამუშაოს გაგრძელების, ვირუსის გავრცელების მონიტორინგის. და სამკურნალო საშუალებების და ვაქცინების კვლევის დაჩქარების საშუალებას. გარდა ამისა, ციფრული ეკონომიკის და საზოგადოების ინდექსის (DESI) კრიზისის შემდგომ აღდგენასთან შესაბამისი ინდიკატორები მიუთითებს, რომ ევროკავშირის წევრმა სახელმწიფოებმა უნდა გააძლიერონ საკუთარი ძალისხმევა იმისათვის, რომ მოხდეს ძალიან მაღალი პოტენციალის მქონე ქსელებით მოცვის გაუმჯობესება, 5G სპექტრზე გადასვლა 5G სერვისების კომერციული ფუნქციის ამოქმედებისთვის, მოქალაქეების ციფრული უნარების გაუმჯობესება და ბიზნესის და საჯარო სექტორის შემდგომი ციფრული ტრანსფორმაცია.

პროგრამა EU4Digital მუშაობს ციფრული უნარების გაზომვის და პროგნოზირების მეთოდოლოგიაზე აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში, რაც მოიცავს რეკომენდაციებს გაზომვის ზოგადი პრაქტიკის დასანერგად, რომელიც შესაბამისობაში იქნება ევროკავშირის ციფრული ეკონომიკის და საზოგადოების ინდექსთან (DESI).

ინიციატივის EU4Digital მიზანია ევროკავშირის ერთიანი ციფრული ბაზრის გაფართოება აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში, ციფრული ეკონომიკის და საზოგადოების პოტენციალის განვითარება ეკონომიკური ზრდის, მეტი სამუშაო ადგილების შექმნის, ადამიანების ცხოვრების გაუმჯობესების და ბიზნესის მხარდაჭერის მიზნით. ამ ინიციატივის საშუალებით ევროკავშირი ხელს უწყობს როუმინგის ტარიფების შემცირებას, მაღალსიჩქარიანი ფართოდიაპაზონიანი გადაცემის დანერგვას ეკონომიკის განვითარების და ელექტრონული მომსახურების გაფართოების მიზნით, კოორდინირებულ კიბერ-უსაფრთხოებას და ციფრული ჩარჩოს ჰარმონიზაციას საზოგადოების უამრავ სფეროში (დაწყებული ლოგისტიკით, და დამთავრებული ჯანმრთელობით), უნარების გაუმჯობესებას და სამუშაო ადგილების შექმნას ციფრულ ინდუსტრიაში. 

კორონავირუსის კრიზისის ზეგავლენა

11 ივნისს ციფრული ეკონომიკის და საზოგადოების ინდექსის (DESI) 2020 წლის შედეგების გამოცხადებისას ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტმა მარგარეტ ვესტაგერმა აღნიშნა: “კორონავირუსის კრიზისმა უჩვენა, თუ რამდენად გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს მოქალაქებისა და ბიზნესისთვის დაკავშირებას და ერთმანეთთან ონლაინ ურთიერთობის შესაძლებლობას. ჩვენ გავაგრძელებთ წევრ სახელმწიფოებთან თანამშრომლობას იმ სფეროების განსაზღვრის მიზნით, სადაც მეტი ინვესტიციებია საჭირო იმისათვის, რომ ყველა ევროპელმა ისარგებლოს ციფრული სერვისებით და ინოვაციებით”.

ევროკომისარმა ბაზრის შიდა საკითხებში ტიერი ბრეტონმა აღნიშნა: “მონაცემები, რომლებსაც დღეს ვაქვეყნებთ, უჩვენებს, რომ მრეწველობა ახლა უფრო მეტად იყენებს ციფრულ მეთოდებს, ვიდრე ოდესმე. აუცილებელია უზრუნველვყოთ, რომ იგივე ხდებოდეს მცირე და საშუალო ბიზნესში, და რომ ეკონომიკის ყველა დარგში გამოყენებული იყოს ყველაზე თანამედროვე ციფრული ტექნოლოგიები”. ზოგადად ციფრული საქმიანობის მაჩვენებლების მიხედვით ევროკავშირში ლიდერობენ ფინეთი, შვედეთი, დანია და ნიდერლანდები. საერთაშორისო ციფრული ეკონომიკის და საზოგადოების ინდექსი (I-DESI) უჩვენებს, რომ ციფრულ სფეროში საუკეთესო მაჩვენებლების მქონე ევროკავშირის ქვეყნები ასევე მსოფლიო ლიდერები არიან. ევროკავშირის უდიდესი ქვეყნები არ არიან ციფრული სფეროს ავანგარდში, რაც იმაზე მიუთითებს, რომ ციფრული ტრანსფორმაციის სიჩქარემ ევროკავშირისთვის

უნდა დააჩქაროს როგორც ციფრული, ისე მწვანე გარდაქმნის წარმატებით განხორციელება.

რადგან პანდემიამ მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინა ციფრული ეკონომიკის და საზოგადოების ინდექსის (DESI) მიერ განსაზღვრულ ხუთივე განზომილებაზე, 2020 წლის შედეგები განმარტებული უნდა იყოს ევროკომისიის და წვერი სახელმწიფოების მიერ კრიზისის მართვის და აღდგენის მხარდაჭერის მიზნით გატარებულ უამრავ ღონისძიებასთან კავშირში. წევრმა სახელმწიფოებმა მიიღეს ზომები ინფექციის გადაცემის მინიმუმამდე დაყვანისთვის ჯანდაცვის სისტემების მხარდასაჭერად, მაგ. აპლიკაციების და პლატფორმების შემოღება ტელემედიცინის ხელშეწყობის და ჯანდაცვის რესურსების კოორდინაციის მიზნით. ზომები გაატარა ასევე ევროკომისიამ, მაგ. რეკომენდაცია ევროკავშირის ზოგადი ინსტრუმენტების თაობაზე ტექნოლოგიების და მონაცემების გამოსაყენებლად კრიზისთან ბრძოლისთვის და კრიზისიდან გამოსვლის ხელშესაწყობად, კერძოდ მობილურ აპლიკაციებზე და ანონიმური მონაცემების გამოყენებაზე მიკვლევის აპლიკაციებში. ელექტრონული კომუნიკაციების ევროპის მარეგულირებელთა სააგენტომ  (BEREC), ევროკომისიის მოთხოვნით დაიწყო ინტერნეტის ტრაფიკის მონიტორინგი გადატვირთვის თავიდან ასაცილებლად. 

ძირითადი შედეგები 5 ციფრულ სფეროში

ციფრული ეკონომიკის და საზოგადოების ინდექსი (DESI) აფასებს წევრი სახელმწიფოების წინსვლას პოლიტიკის შემდეგ 5 ძირითად სფეროში: კავსირები, ციფრული უნარები, ინტერნეტის გამოყენება ცალკეული ადამიანების მიერ, ციფრული ტექნოლოგიების ინტეგრაცია ბიზნესის მიერ და ციფრული სახელმწიფო სერვისები.

კავშირები გაუმჯობესდა, მაგრამ უფრო მეტი უნდა გაკეთდეს სწრაფად მზარდი საჭიროებების დასაკმაყოფილებლად. წევრი სახელმწიფოები მუშაობენ 2018 წელს მიღებული ევროკავშირის ახალი წესების გადატანაზე ეროვნულ კანონმდებლობაში ძალიან მაღალი პოტენციალის ფიქსირებულ და მობილურ ქსელებში ინვესტირების ხელშეწყობის მიზნით. 2019 წელს ფიქსირებული ფართოზოლოვანი ქსელების აბონენტი იყო ოჯახების 78%, რაც 5 წლის წინ 70%-ს შეადგენდა, ხოლო 4G ქსელები თითქმის მთელი ევროპის მოსახლეობას მოიცავს. თუმცა მხოლოდ 17 წევრ სახელმწიფოს აქვს ხელი უკვე მოწერილი 5G ნოვატორული ზოლების სპექტრზე (5 ქვეყნით მეტი გასულ წელთან შედარებით). ფიქსირებული ძალიან მაღალი პოტენციალის ფართოზოლოვანი ქსელები ხელმისაწვდომია ევროკავშირის ოჯახების 44%-სთვის.

საჭიროა კიდევ უფრო მეტი წინსვლა ციფრული უნარების სფეროში, განსაკუთრებით მას შემდეგ რაც კორონავირუსის კრიზისმა უჩვენა, რომ ადეკვატური ციფრული უნარები უმნიშვნელოვანესია მოქალაქეებისთვის ინფორმაციის და მომსახურების მისაღებად. ევროკავშირის მოსახლეობის დიდ ნაწილს – 42%-ს, ჯერ კიდევ არა აქვს, მინიმუმ, საბაზო ციფრული უნარები. 2018 წელს დაახლოებით 9.1 მილიონი ადამიანი მუშაობდა საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების სპეციალისტად მთელ ევროკავშირში, რაც 1.6 მილიონით მეტია, ვიდრე 4 წლის წინ. იმ დიდი საწარმოების 64%-ის და მცირე და საშუალო საწარმოების 56%–ის ანგარიშის მიხედვით, რომლებმაც დაიქირავეს საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების სპეციალისტები 2018 წლის განმავლობაში, საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების სპეციალისტების ვაკანსიების შევსება ძნელი იყო.

მიუხედავად იმისა, რომ პანდემიის პერიოდში ინტერნეტით სარგებლობის მაჩვენებელი მკვეთრად გაიზარდა, ეს ტენდენცია უკვე არსებობდა კრიზისამდე, როდესაც ადამიანების 85% ინტერნეტით სარგებლობდა მინიმუმ კვირაში ერთხელ (2014 წელს ეს მაჩვენებელი 75% იყო). ყველაზე მეტად გაიზარდა ვიდეოზარების მაჩვენებელი, კერძოდ ინტერნეტის მომხმარებლების 49%-დან 2018 წელს, 60%-მდე 2019 წელს. ინტერნეტ-ბანკინგი და ონლაინ ვაჭრობა ასევე უფრო პოპულარულია, ვიდრე წარსულში, და მათ გამოყენება, შესაბამისად, 66%-დან 71%-მდე გაიზარდა. 

სულ უფრო იზრდება საწარმოების ციფრული გარდაქმნის მაჩვნებელი – ამ სფეროში დიდი კომპანიები ლიდერობს. დიდი  კომპანიების 38.5% უკვე იყენებს მოწინავე “ქლაუდ” სერვისებს, ხოლო 32.7% აღნიშნავს, რომ ისინი სარგებლობენ დიდი მონაცემების ანალიტიკით. თუმცა, მცირე და საშუალო საწარმოების უდიდესი უმრავლესობა ჯერ არ იყენებს ამ ციფრულ ტექნოლოგიებს, რადგან მათი მხოლოდ 17% სარგებლობს “ქლაუდ” სერვისებით, და მხოლოდ 12% – დიდი მონაცემების ანალიტიკით. რაც შეეხება ე-კომერციას, მცირე და საშუალო საწარმოების მხოლოდ 17.5%-მა გაყიდა პროდუქტები ან სერვისები ონლაინ 2019 წელს, და 2016 წელთან შედარებით ეს მაჩვენებელი უმნიშვნელოდ – მხოლოდ 1.4%-ით გაიზარდა. ამის საპირისპიროდ, დიდი საწარმოების 39% სარგებლობდა ონლაინ გაყიდვებით 2019 წელს. 

ე-კომერციის სწრაფი განვითარების მიზნით, ევროკავშირმა შეათანხმა რიგი ღონისძიებების სერია, დაწყებული გაუმართლებელი საზღვრისპირა ბარიერების მოხსნით და სახელმწიფოთაშორის ამანათების უფრო იაფი მიწოდების ხელშეწყობით, დამთავრებული ონლაინ მომხმარებლების უფლებების დაცვის უზრუნველყოფით და ონლაინ კონტენტის სახელმწიფოთაშორისი ხელმისაწვდომობის ხელშეწყობით.

და ბოლოს, არის ციფრული სახელმწიფო სერვისების გამოყენების მზარდი ტენდენცია ე-მთავრობის და ე-ჯანმრთელობის სფეროებში, რაც მთავრობებს და ბიზნესს აძლევს მეტი ეფექტიანობის და ეკონომიის, გამჭვირვალობის გაუმჯობესების და პოლიტიკურ ცხოვრებაში მოქალაქეების უფრო მეტად ჩართვის შესაძლებლობას.

დამატებითი ინფორმაციისთვის

პრესრელიზი

The Digital Economy and Society Index – DESI 2020

DESI 2020: Questions and Answers

Country performance in digital

Data Visualisation Tool

DESI 2020 methodology

Digital technologies – actions in response to coronavirus pandemic

Communication on Shaping Europe’s Digital Future

ახალი ამბები

იხილეთ ყველა