09/04/2024
EU4Digital აკადემიის ციფრული უნარების პირველი კურსი დაწყებულია!
პროგრამა EU4Digital მოქალაქეებს და მცირე და საშუალო საწარმოებს უკრაინაში იწვევს რეგისტრაციისთვის პირველ სასწავლო კურსზე, რომელსაც EU4Digital აკადემიის ციფრული სწავლების ახალი პროგრამა ჩაატარებს. მომხმარებლისადმი მეგობრული ონლაინ კურსი „ელ-კომერცია ევროკავშირის ციფრული კომერციის ვებსაიტებზე სასარგებლოა სწავლის მსურველებისთვის, რომლებსაც არა აქვთ ელ-კომერციის საბაზისო ცოდნა და სურთ დაიწყონ საკუთარი ბიზნესი, ან მათთვის, ვინც უკვე ყიდის პროდუქტებს ონლაინ საკუთარ ქვეყანაში, მაგრამ სურთ გაყიდვების დაწყება ევროკავშირში.
გაიგეთ მეტი-
11/04/2024
ჩამოტვირთეთ ევროკავშირის საუკეთესო პრაქტიკის ანგარიში 5G კერძო ქსელების განვითარების შესახებ
პროგრამის EU4Digital ექსპერტებმა ევროკავშირის საუკეთესო პრაქტიკის ანგარიში 5G კერძო ქსელების განვითარების შესახებ მოამზადეს ტელეკომის წესების მიმართულების აქტივობები ფარგლებში.
გაიგეთ მეტი -
09/04/2024
EU4Digital აკადემიის ციფრული უნარების პირველი კურსი დაწყებულია!
პროგრამა EU4Digital მოქალაქეებს და მცირე და საშუალო საწარმოებს უკრაინაში იწვევს რეგისტრაციისთვის პირველ სასწავლო კურსზე, რომელსაც EU4Digital აკადემიის ციფრული სწავლების ახალი პროგრამა ჩაატარებს. მომხმარებლისადმი მეგობრული ონლაინ კურსი „ელ-კომერცია ევროკავშირის ციფრული კომერციის ვებსაიტებზე სასარგებლოა სწავლის მსურველებისთვის, რომლებსაც არა აქვთ ელ-კომერციის საბაზისო ცოდნა და სურთ დაიწყონ საკუთარი ბიზნესი, ან მათთვის, ვინც უკვე ყიდის პროდუქტებს ონლაინ საკუთარ ქვეყანაში, მაგრამ სურთ გაყიდვების დაწყება ევროკავშირში.
გაიგეთ მეტი -
09/04/2024
ახალი EU4Digital აკადემია აღმოსავლეთ პარტნიორობის რეგიონის მოქალაქეებს და მეწარმეებს ტრენინგებს სთავაზობს
პროგრამამ EU4Digital აამოქმედა EU4Digital აკადემია - ციფრული სწავლების პროგრამა, რომელიც აღმოსავლეთ პარტნიორ ქვეყნებს სთავაზობს უფასო და ხელმისაწვდომ ტრენინგს ციფრულ უნარებში. EU4Digital აკადემია მსურველებს სთავაზობს მომხმარებლისადმი მეგობრულ, ინტერნეტით ხელმისაწვდომ სასწავლო კურსებს, რომლებიც მცირე და საშუალო საწარმოების და აღმოსავლეთ პარტნიორობის რეგიონის ქვეყნების - სომხეთის, აზერბაიჯანის, საქართველოს, მოლდოვის და უკრაინის მოქალაქეების მოთხოვნებზეა მორგებული.
გაიგეთ მეტი -
08/04/2024
რეგისტრაცია EU4Digital ინოვაციური კლასტერების შეფასებასა და ტრენინგზე დაწყებულია
ხართ ორგანიზაციის აღმასრულებელი მენეჯერი, რომელიც მართავს ინოვაციურ კლასტერს აღმოსავლეთ პარტნიორ ქვეყანაში, ან კოორდინაციას უწევს ბიზნესის და აკადემიის ერთობლივ დარგობრივ ან ტექნოლოგიურ ინიციატივებს? თუ ხართ კლასტერის ან პოტენციური კლასტერის წარმომადგენელი, პროგრამა EU4Digital გიწვევთ მონაწილეობა მიიღოთ უფასო სერტიფიცირებულ ონლაინ ტრენინგსა და შეფასებაში. რეგისტრაციის საბოლო ვადაა 2024 წლის 17 აპრილი.
გაიგეთ მეტი -
08/04/2024
პროგრამის EU4Digital ახალი აქტივობა მხარს უჭერს ინოვაციურ კლასტერებს აღმოსავლეთ პარტნიორობის რეგიონში
პროგრამამ EU4Digital აღმოსავლეთ პარტნიორობის (EaP) რეგიონში ინოვაციური კლასტერების მხარდასაჭერად საქმიანობის ახალი ჩარჩო აამოქმედა. კლასტერები - სტარტაპების, მცირე და საშუალო საწარმოების, კვლევითი და ცოდნის გამავრცელებელი ორგანიზაციების, არაკომერციული ორგანიზაციების და სხვა შესაბამისი ეკონომიკური მოთამაშეებისგან შემდგარი კოალიციები - ასტიმულირებს ინოვაციებს, ავრცელებს ცოდნას და მხარს უჭერს თანამშრომლობას, რითაც ხელს უწყობს ტექნოლოგიურ და ეკონომიკურ განვითარებას. პროგრამის EU4Digital-ის ახალი ინოვაციური კლასტერული აქტივობები საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიური ინოვაციების თემატური სფეროს ნაწილია, რომელიც აკავშირებს აღმოსავლეთ პარტნიორობის და ევროკავშირის დამწყებ ეკოსისტემებს პროგრამის უფრო ფართო ამოცანების კონტექსტში რეგიონების ციფრული ბაზრების ჰარმონიზაციის მიზნით.
გაიგეთ მეტი -
13/03/2024
მიიღეთ მონაწილეობა პროგრამის EU4Digital სემინარში ევროკავშირის 5G უსაფრთხოების ინსტრუმენტების პაკეტის განსახილველად
2024 წლის 27 მარტს პროგრამა EU4Digital ყველა დაინტერესებულ პირს იწვევს ონლაინ სემინარზე აქტივობების დასაწყებად ევროკავშირის 5G უსაფრთხოების უზრუნველყოფის ინსტრუმენტების პაკეტის დანერგვის მიზნით. პროგრამის EU4Digital ტელეკომის წესების მიმართულება საქმიანობას იწყებს აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების ეროვნულ მარეგულირებელ ორგანოებთან თანამშრომლობის საფუძველზე.
გაიგეთ მეტი -
26/02/2024
„ევროპის ხელოვნური ინტელექტის ოფისი“ ზედამხედველობას გაუწევს ზოგადი დანიშნულების ხელოვნურ ინტელექტს (GPAI)
2024 წლის 24 იანვარს ევროკომისიამ „ხელოვნური ინტელექტის ოფისი“ დააარსა. ხელოვნური ინტელექტის ოფისს ევალება ზედამხედველობა გაუწიოს ზოგადი დანიშნულების ხელოვნური ინტელექტის (GPAI) მოდელების და სისტემების გამოყენებას.
გაიგეთ მეტი -
20/02/2024
გაიარეთ რეგისტრაცია: პირველი სამეცნიერო-კვლევითი ფორუმი INATBA „ბლოკჩეინის ჰორიზონტები“
დაიწყო რეგისტრაცია ბლოკჩეინის სანდო აპლიკაციების საერთაშორისო ასოციაციის (INATBA) ბლოკჩეინის ჰორიზონტების პირველ გამოცემაზე, ასოციაციის აკადემიურ, კვლევისა და განვითარების ფორუმზე. ღონისძიების ჩატარება დაგეგმილია 2024 წლის 22 მაისს გერმანიის ქალაქ დარმშტადტში; შესაბამისი მასალების წარდგენის საბოლოო ვადაა 28 თებერვალი.
გაიგეთ მეტი -
20/02/2024
ახალი ანგარიში: პროგრამის EU4Digital რეკომენდაციები მხარს უჭერს ციფრული ეკონომიკის და საზოგადოების ინდექსის დანერგვას აღმოსავლეთ პარტნიორობის რეგიონში
პროგრამამ EU4Digital გამოაქვეყნა ახალი ანგარიში „რეკომენდაციები ციფრული ეკონომიკის და საზოგადოების ინდექსის (DESI) ინდიკატორების დანერგვის შესახებ აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში“, რათა მხარი დაუჭიროს ციფრული ეკონომიკის და საზოგადოების ინდექსის (DESI) მონაცემთა შეგროვების მეთოდოლოგიის გამოყენებას.
გაიგეთ მეტი -
24/01/2024
ახალგაზრდა ევროპელი ელჩები აწყობენ ჰაკათონს ხელოვნური ინტელექტის როლის შესახებ საზოგადოებაში
ახალგაზრდა ევროპელი ელჩების დახმარებით 2024 წლის 13-14 იანვარს მოეწყო ჰაკათონი „Bridging the Gap“, რომელზეც განხილული და შეთავაზებული იქნა გადაწყვეტები ხელოვნურ ინტელექტთან დაკავშირებული უდიდესი გამოწვევების დასაძლევად. მონაწილეებმა შეიმუშავეს მოსაზრებები ხელოვნური ინტელექტის გავლენის შესახებ ისეთ სფეროებზე, როგორიცაა დემოკრატია, განათლება, გარემო, და ასევე მთელი საზოგადოება.
გაიგეთ მეტი -
09/01/2024
EU4Digital საჯარო მონაცემების ხარისხის უზრუნველსაყოფად მონაცემთა მართვის სტრატეგიას აამოქმედებს
ელექტრონული სერვისების, ინფორმაციის გაცვლის, ხელოვნური ინტელექტის გამოყენების და მონაცემების საფუძველზე გადაწყვეტილების მიღების ბოლოდროინდელი მიღწევები სხვადასხვა სექტორში იმას ნიშნავს, რომ სანდო და ხელმისაწვდომი მონაცემები სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. აღმოსავლეთ პარტნიორობის რეგიონში მაღალი ხარისხის და ადვილად ხელმისაწვდომ საჯარო მონაცემებზე მზარდი მოთხოვნის საპასუხოდ, 2023 წლის 6 დეკემბერს პროგრამამ EU4Digital დაიწყო საქმიანობა მონაცემთა მართვის ახალი სტრატეგიების სფეროში.
გაიგეთ მეტი -
06/01/2024
ვიწვევთ ახალგაზრდებს! ევროპის განათლების ფონდის კამპანია #MySkills4You
ახალგაზრდებს აღმოსავლეთ პარტნიორობის რეგიონიდან იწვევენ ევროპის განათლების ფონდის ინიციატივის #MySkills4You მხარდასაჭერად, რომელიც 2023 წლის 4 დეკემბერს დაიწყო.
გაიგეთ მეტი