News

17/11/2023

პროგრამის EU4Digital მონაწილე მხარეები განიხილავენ შედეგების მიღების დაჩქარებას ეროვნულ დონეზე

პროგრამის EU4Digital საქმიანობას აღმოსავლეთ პარტნიორობის რეგიონის ქვეყნების - სომხეთის, აზერბაიჯანის, მოლდოვის რესპუბლიკის, საქართველოსა და უკრაინის საჭიროებები განაპირობებს. ეს აქტივობები მიმდინარეობს მჭიდრო თანამშრომლობით ორმხრივ აქტივობასთან, რომლის მენეჯმენტს ევროკავშირის წარმომადგენლობები ევროკავშირისა და აღმოსავლეთ პარტნიორობის ერთობლივი დღის წესრიგის ფარგლებში ახორციელებენ. შედეგების მაქსიმალურად გაუმჯობესების მიზნით, პროგრამამ EU4Digital მისი განხორციელების მიმდინარე, მეორე ფაზაში უმასპინძლა სამუშაო შეხვედრას ევროკავშირის და აღმოსავლეთ პარტნიორი ქვეყნების ძირითად დაინტერესებულ მხარეებს შორის. შეხვედრა 2023 წლის 18 ოქტომბერს ბრიუსელში ჩატარდა. შეხვედრის მონაწილეებს ჰქონდათ საშუალება განეხილათ პროექტის შედეგები, გამოთქვათ საკუთარი მოსაზრებები მის შესახებ და გან ეხილათ, თუ როგორ უნდა დაჩქარდეს პროგრამის EU4Digital საქმიანობის დანერგვა ეროვნულ დონეზე.

გაიგეთ მეტი
Filters

ქვეყანა

თემა

Scroll to Top