ევროკავშირის მხოლოდ ოთხი ქვეყანა უსწრებს აშშ-ს ციფრულ ტექნოლოგიებზე გადასვლაში – ევროპის საინვესტიციო ბანკი აქვეყნებს ახალ ანგარიშს ციფრულ ტექნოლოგიებზე გადასვლის შესახებ ევროკავშირსა და აშშ-ში

  • თარიღი: 21/04/20
  • გააზიარეთ:

კორონავირუსთან ბრძოლის პირობებში, ციფრული ტექნოლოგიები უპრეცედენტოდ მნიშვნელოვან როლს ასრულებს ყოველდღიუ ცხოვრებაში და ეკონომიკურ და სოციალურ საქმიანობაში, ისევე, როგორც მრეწველობის და ბიზნესის აღდგენაში. კორონავირუსის პანდემია ხდება გარდატეხის მომენტი –  ახალი ეპოქის დასაწყისი ციფრულ ტექნოლოგიებზე გადასვლაში ციფრული ტექნოლოგიების განვითარების დაჩქარებით: რის ფლობაც ერთ დროს სასურველი იყო, ახლა შეიძლება სასიცოცხლოდ აუცილებელი გახდეს. ბიზნესისა და ორგანიზაციების განვითარების და სიცოცხლისუნარიანობის ზრდისთვის საშუალო და ხანგრძლივ პერსპექტივაში, შესაძლოა ადრინდელთან შედარებით უფრო მიზანშეწონილი იყოს ციფრული გარდაქმნის გეგმების გადასინჯვა კონკურენტუნარიანობის შესანარჩუნებლად “ახალ ნორმების” პერიოდში.

ამ თვალსაზრისით, ევროპის საინვესტიციო ბანკის ანგარიში ვინ არის მზად ახალი ციფრული ეპოქისთვის? ფაქტები ევროპის საინვესტიციო ბანკის საინვესტიციო კვლევიდან“ განიხილავს ციფრულ ტექნოლოგიებზე გადასვლის მდგომარეობას ევროკავშირსა და შეერთებულ შტატებში განსაკუთრებული ბიზნეს-პერსპექტივიდან. ეს ანგარიში კომპანიების დონის კვლევის საფუძველზე უჩვენებს, რომ ევროკავშირის კომპანიები უმრავლეს სექტორებში ჩამორჩებიან აშშ-ს. გარდა ამისა, კვლევა საფუძვლიანად განმარტავს კომპანიების მთავარ ინტერესს, როდესაც საქმე ეხება ციფრული ტექნოლოგიების გამოყენებას, ან მათში ინვესტირებას. კერძოდ, ის აშუქებს, თუ როგორ ახდენს გავლენას მენეჯმენტის, კვალიფიცირებული შრომის და სარეგულაციო გარემოს ხელმისაწვდომობა ევროპული და ამერიკული კომპანიების ციფრულ ტექნოლოგიებზე გადასვლაზე.

თუ ევროპელ მაღალი რანგის პოლიტიკოსებს სურთ, რომ ევროპულ კომპანიებში მეტად დაინერგოს ციფრული ტექნოლოგიები, მათ უნდა გადაჭრან ინვესტირების სტრუქტურული ბარიერები ციფრულ ტექნოლოგიებზე გადასვლის სფეროში“, აღნიშნა ევროპის საინვესტიციო ბანკის მთავარმა ეკონომისტმა დებორა რევოლტელამ. „ეკონომიკური პოლიტიკის ღონისძიებებით უნდა განვითარდეს საშუალებები ციფრულ ტექნოლოგიებზე გადასვლის ათვისების დასაჩქარებლად. აღნიშნული მოიცავს მართვის უფრო თანამედროვე უნარებს და პრაქტიკას, დასაქმებულთა უნარების გაუმჯობესებას ტრენინგის საშუალებით, და არამატერიალურ აქტივებსა და ციფრულ ტექნოლოგიებში ინვესტირების დაფინანსების გამარტივებას. მიმდინარე Covid-19 ეკონომიკური კრიზისი შეიძლება იყოს საშუალება ამ ინიციატივებიდან ზოგიერთის საწყის პერიოდში გამოსაყენებლად.

როკავშირი ჩამორჩება აშშ-ს ციფრულ ტექნოლოგიებზე გადასვლის სფეროში

ევროპის საინვესტიციო ბანკის ციფრულ ტექნოლოგიებზე გადასვლის ინდექსი, შემოტანილი ანგარიშში და დამყარებული კომპანიების დონის მონაცემებზე და აღქმაზე, უჩვენებს, რომ ევროკავშირი ჩამორჩება აშშ-ს. ევროკავშირის მხოლოდ ოთხი ქვეყანა უსწრებს აშშ-ს ციფრულ ტექნოლოგიებზე გადასვლის თვალსაზრისით: დანია, ნიდერლანდები, ჩეხეთის რესპუბლიკა და ფინეთი. საშუალოდ, ევროპული კომპანიები უფრო იშვიათად იყენებენ სრულად ციფრულ ტექნოლოგიებს და აწარმოებენ მათში ინვესტირებას, ასევე უფრო ნაკლებად ითვისებენ ციფრულ ტექნოლოგიებს, ვიდრე მათი ამერიკელი კოლეგები. განსხვავება აშშ-სა და ევროკავშირს შორის განსაკუთრებით დიდია სამშენებლო სექტორში; კერძოდ,  ციფრული კომპანიების წილი ევროკავშირში არის 40%, ხოლო აშშ-ში – 61%.

განსხვავება ათვისების მაჩვენებლებში ევროკავშირის და აშშ-ს კომპანიებს შორის 13 პროცენტული პუნქტია მომსახურების სფეროში და 11 პროცენტული პუნქტი – ინფრასტრუქტურის სექტორში. რაც შეეხება წარმოებას, ევროკავშირში კომპანიების მხოლოდ 66%, შედარებით აშშ-ს 78%-თან, აღნიშნავს, რომ ათვისებული აქვთ მინიმუმ ერთი ციფრული ტექნოლოგია.

ციფრული კომპანიების მწარმოებლურობა უფრო მაღალია

ანგარიშში ასევე მოყვანილია ფაქტები, რომ ციფრული კომპანიები მუშაობენ უკეთ და უფრო დინამიურად. ციფრული კომპანიებს აქვთ უფრო მაღალი პროდუქტიულობის ტენდენცია არა-ციფრულ კომპანიებთან შედარებით, მათ აქვთ უკეთესი მენეჯმენტის პრაქტიკა, არიან უფრო ინოვაციური, იზრდებიან უფრო სწრაფად და ქმნიან უფრო მაღალანაზღაურებად სამუშაოებს – რაც ასევე უფრო ამარტივებს მათ აღდგენას გლობალური კრიზისის შემდეგ.

ციფრულ ტექნოლოგიებზე გადასვლის თვალსაზრისით მნიშვნელოვანია ასევე ზომა: არსებული ტენდენციის მიხედვით, დიდი კომპანიები უფრო სწრაფად გადადიან ციფრულ ტექნოლოგიებზე როგორც ევროკავშირში, ისე აშშ-ში. ზომის აღნიშნული ეფექტი განსაკუთრებით თვალსაჩინოა სამრეწველო კომპანიებში. ევროკავშირში კომპანიების 30%-მა, სადაც ათზე ნაკლები დასაქმებულია, აითვისა ციფრული ტექნოლოგიები, ხოლო ეს წილი 79%-მდე იზრდება იმ კომპანიებისთვის, სადაც დასაქმებულთა რაოდენობა 250-ზე მეტია. ძირითადი ბარიერი, რომელიც დამახასიათებელია ევროპისთვის, არის არახელსაყრელი განაწილება კომპანიების ზომის მიხედვით. ბევრი მცირე ზომის, განსაკუთრებით უფრო ძველი კომპანია ევროკავშირში, ინვესტირების ძირითად ბარიერებად თვლის შრომის ბაზრის რეგულაციებს, ბიზნესის რეგულაციებს და გარეშე დაფინანსების ნაკლებობას, რამაც შეიძლება მომავალში კიდევ უფრო მეტად გადაავადოს ციფრული ტექნოლოგიების ათვისება.

წაიკითხეთ ანგარიში და ანალიზი ქვეყნების მიხედვით: 

https://www.eib.org/en/publications/who-is-prepared-for-the-new-digital-age

ან

წაიკითხეთ რეზიუმე ონლაინ:

https://www.eib.org/en/about/economic-research/surveys-data/eibis-digitalisation-report

ახალი ამბები

იხილეთ ყველა