1,000-ზე მეტი იდეა 98 ქვეყნიდან კორონავირუსის საწინააღმდეგო ჰაკათონზე Global Hack

  • თარიღი: 24/04/20
  • გააზიარეთ:

98 ქვეყნის 12,000-ზე მეტმა მონაწილემ 1,000-ზე მეტი იდეა წარმოადგინა კორონავირუსის საწინააღმდეგო გლობალურ ჰაკათონზე Global Hack, რომელიც ევროკავშირის და ინიციატივის EU4Digital მხარდაჭერით ჩატარდა. ღონისძიებაზე წარდგენილი იყო 8 წინადადება საქართველოდან, 4 უკრაინიდან, 4 ბელარუსიდან და 3-3 – აზერბაიჯანიდან, მოლდოვადან და სომხეთიდან.

ჰაკათონის მთლიანი საპრიზო ფონდი იყო 220,000 ევრო, მათ შორის ევროკავშირიდან  – 75,000 ევრო გამარჯვებული გუნდების პრიზებისთვის.  ჰაკათონი ორგანიზატორები იყვნენ Accelerate EstoniaGarage48, და Guaana, ხოლო მხარდამჭერი – Devpost.

ჰაკათონის Global Hack პარტნიორები იყვნენ ტექნოლოგიის ენთუზიასტები, ბიზნესის ლიდერები, პროექტის მენეჯერები, მარკეტინგის ექსპერტები, დიზაინერები და ნოვატორები მთელი მსოფლიოდან; ღონისძიების მიზანი იყო იდეების და პრაქტიკის გაზიარება შემოქმედებითი და პრაქტიკული პროტოტიპების – ექსპერიმენტული მოდელების შესამუშავებლად.

ორგანიზატორებმა აღნიშნეს, რომ “ისინი წარმატებას ვერ მიაღწევდნენ ევროკომისიის და გაეროს, მსოფლიო კლასის ლიდერთა არმიის, მსოფლიო მედიის და მთელ მსოფლიოში “იზოლირებულ” მოხალისეთა გუნდის თავდადების გარეშე, რომლებმაც საკუთარი დროის ასობით საათი დაუთმეს ღონისძიების რეალობად ქცევას”.

“კრიზისმა წარმოშვა ნამდვილი გლობალური მოძრაობა, რომელიც არავის ეკუთვნის და რომელშიც მონაწილეობა ყველას შეუძლია”, აღნიშნა ღონისძიების თანაორგანიზატორმა ქელამ ქემერონმა. “მთელ მსოფლიოში სახლებში გამოკეტილი ადამიანები სტარტაპის სამყაროს საშუალებებით უზარმაზარი მასშტაბით თანამშრომლობენ. ეს საშუალებებია, მაგალითად, უსწრაფესი ექსპერიმენტირება იდეების მოდელების გამოცდით. ადამიანები მიდიან დასკვნამდე, რომ მათ შეუძლიათ იმ რეალურად არსებული თავსატეხი პრობლემების გადაჭრა, რომლებსაც ნორმალურ პირობებში მთავრობები ჭრიან. მათ აღმოაჩინეს, რომ ერთმანეთთან დაკავშირებულები არიან, და რომ მათ იდეებს საზღვრები არ აქვს”.

ჰაკათონის Global Hack აბსოლუტური გამარჯვებულია  SunCrafter – დეზინფექცია მზის ენერგიაზე დაფუძნებული სინათლის საშუალებით.

SunCrafter-ის იდეა გულისხმობს შემდეგს: მიმდინარე კრიზისში თითოეული ადამიანის სრული დაცვის მიზნით, ჰიგიენური გადაწყვეტა უნდა იყოს ინკლუზიური და ხელმისაწვდომი. დეზინფექციის არსებული მეთოდები დამოკიდებულია მდებარეობაზე, არამდგრადია და მოითხოვს მოვლა-შენახვას, ან ტექნიკურ ნოუ-ჰაუს. სინათლით დეზინფექციის გამოყენების იდეა ჰაკათონის განმავლობაში ნულიდან წარმოიშვა. დადასტურებულია, რომ შორეული ულტრაიისფერი C სინათლე დეზინფექციის უსაფრთხო და ეფექტური მეთოდია, რომელიც შეიძლება გამოყენებული იყოს ბარიერის გარეშე, უბრალოდ თქვენს ხელებზე ზემოქმედებით.  ამ მეთოდს არ სჭირდება მოვლა-შენახვა, ის არ წარმოქმნის ნარჩენებს და სრულიად მდგრადია. იხილეთ ვიდეო პრეზენტაცია.

მეორე ადგილზე გავიდა Act On Crisis – უსაფრთხო ემოციური მხარდაჭერა თქვენი კულტურული წარმომავლობის შესაბამისად.

მიმდინარე კრიზისამდე ფსიქოლოგიურ მხარდაჭერას დაახლოებით ათიდან ერთი ადამიანი საჭიროებდა. ახლა, 3 მილიარდი ადამიანის სახლში გამოკეტვის პირობებში, მინიმუმ 300 მილიონს ექნება ემოციური წონასწორობის მძიმე დარღვევა, რომელსაც აუარესებს სახლში განმარტოება და უმუშევრობის მაჩვენებლები. Act on Crisis იმედოვნებს მოიცვას მინიმუმ 1,000 სთ/კვირაში ვიდეოზარებით ერთი-ერთზე, ან სათემო დარბაზებით პროფესიონალების ზედამხედველობის ქვეშ, და კვირაში მინიმუმ 4,500 ადამიანს დაეხმაროს. იხილეთ ვიდეო პრეზენტაცია. მესამე ადგილზეა Material Mapper – ის წყვეტს სამშენებლო ნარჩენების პრობლემას მსოფლიოში პირველი ხელოვნურ ინტელექტზე/მანქანურ სწავლებაზე (AI/ML) დამყარებული პროგნოზირების

ინსტრუმენტით, რომელიც წინასწარ განსაზღვრავს ხელმეორედ გამოყენებადი მასალის არსებობას დემონტაჟისთვის გათვალისწინებულ ობიექტებზე. იხილეთ ვიდეო პრეზენტაცია.

იხილეთ შედეგები აქ: https://theglobalhack.com/results

https://theglobalhack.com


ახალი ამბები

იხილეთ ყველა