მოწინავე საბაჟო მონაცემების გაცვლის საპილოტე პროექტი ბელარუსსა და ლიეტუვას შორის დაიწყო…

  • თარიღი: 23/12/20
  • გააზიარეთ:

22 დეკემბერს წარმატებით დაიწყო ე-საბაჟოს საპილოტე პროექტი, რომელსაც განახორციელებს პროგრამა EU4Digital მისი ელექტრონული ვაჭრობის მხარდაჭერის აქტივობების ფარგლებში. მონაცემთა გაცვლა ცარიელ სატვირთო ავტომანქანებზე კამენი ლოგის (ბელარუსი) და მედინინკაის (ლიეტუვა) საზღვრის გადაკვეთის პუნქტებს შორის განხორციელდება.

ცარიელი სატვირთო მანქანების სცენარის განხორციელების ძირითადი მიზანია მონაცემთა გაცვლის ხელშეწყობა უტვირთო ტრანსპორტირებისას. ეს ხელს შეუწყობს უტვირთო ტრანსპორტის მიერ საზღვრის გადაკვეთის უფრო სწრაფ დადასტურებას და ამის შედეგად, საზღვრის გადაკვეთის პუნქტის უფრო სწრაფად გავლას.

კანონის აღსრულების თვალსაზრისით, ცარიელი სატრანსპორტო საშუალებები ითვლება მაღალი რისკის მატარებლად (მაგ. გამოყენება კონტრაბანდის მიზნით – ოფიციალურად ისინი შეიძლება იყოს დეკლარირებული, როგორც ცარიელი, მაგრამ გადაჰქონდეთ გარკვეული რაოდენობის საქონელი), ეს სცენარი კი იძლევა იმის დადასტურების საშუალებას, რომ სატვირთო მანქანა, რომელიც საბაჟოდან გასვლისას დეკლარირებულია, როგორც ცარიელი, ასევე დეკლარირებული იყოს, როგორც ცარიელი მეზობელ საბაჟოზე.

კონტექსტი

ე-საბაჟოს პირველი საპილოტე სცენარის დაწყება ცარიელ სატვირთო ავტომანქანებზე აღნიშნავს არა მარტო საპილოტე პროექტის პირველი ფაზის წარმატებით დასრულებას, არამედ ასევე ნაყოფიერ თანამშრომლობას ბენეფიციარებს და პროგრამის EU4Digital გუნდს შორის. აქტიური თანამშრომლობა მონაწილე მხარეებს შორის 2020 წლის თებერვალში დაიწყო. მას შემდეგ ჩატარდა 40-ზე მეტი საკოორდინაციო, სამუშაო, თემატური და ტექნიკური შეხვედრა და ტრენინგი.

პანდემიით გამოწვეული მდგომარეობის მიუხედავად, ე-საბაჟოს საპილოტე პროექტის დასაწყებად მონაწილეებმა მოახერხეს წარმატებით თანამშრომლობა და დისტანციურად მუშაობა მოსამზადებელ ეტაპზე. მომზადების პროცესი მიზნად ისახავდა საპილოტე პროექტის განმეორების შესაძლებლობის უზრუნველყოფას აღმოსავლეთ პარტნიორობის სხვა ქვეყნებში, და სარგებლობას სხვა რეგიონებში გამოყენებული საბაჟო მონაცემთა გაცვლის სამაგალითო მოწინავე მექანიზმებით და საუკეთესო პრაქტიკით.

მომზადების ფაზაში მიღწეული იქნა რამდენიმე მნიშვნელოვანი ეტაპი, მათ შორის:

  • ელექტრონულ მონაცემთა სისტემატური გაცვლის (SEED) გადაწყვეტის ადაპტაცია ბენეფიციართა მოთხოვნების შესაბამისად. ვინაიდან წინასწარ შეთანხმებულ მონაცემთა პაკეტში გარკვეული სახის ინფორმაცია (მაგ., სატვირთო ავტომანქანების სანომრე ნიშნები) მონაცემთა დაცვის ზოგადი რეგულაციით (GDPR) პერსონალურ მონაცემებად ჩაითვალა, აუცილებელი გახდა მოქნილი და მოდიფიცირებადი გადაწყვეტის შემუშავება. პროგრამის EU4Digital ექსპერტთა გუნდმა გააანალიზა რამდენიმე ალტერნატივა, რომლებიც უზრუნველყოფდა მონაცემთა დაცვის ზოგად რეგულაციასთან (GDPR) შესაბამისობას, და ბოლოს შეარჩია ელექტრონულ მონაცემთა სისტემატური გაცვლის (SEED) მიერ გენერირებული უნიკალური საცნობარო ნომრის ვარიანტი.
  • საპილოტე პროექტისთვის ბელარუსის და ლიეტუვის საბაჟო ხელისუფლებებს შორის დამყარდა თანამშრომლობა – ურთიერთგაგების მემორანდუმს ხელი მოეწერა 2020 წლის ოქტომბერში.

ცარიელი სატვირთო ავტომანქანების სცენარის დიზაინის და შემუშავების ფაზის დასკვნა. საპილოტე დიზაინთან დაკავშირებული საქმიანობა, ასევე

  • გადაწყვეტის შემუშავება, ორგანიზება და განხორციელება, წარმატებით იქნა  დასრულებული.

ორი დანარჩენი სცენარი – ექსპორტის და სატრანზიტო დეკლარაციების შეზღუდული და სრული მონაცემთა პაკეტის გაცვლა – 2021 წლის იანვარ-თებერვალში დაიწყება.

შემდგომი ნაბიჯები – საპილოტე პროექტის განხორციელება აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებს შორის. ამჟამად პროგრამა EU4Digital იხილავს საპილოტე პროექტის აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებს შორის განმეორების შესაძლებლობას. მხარეებიდან დადასტურების მიღება ნიშნავს იმას, რომ საპილოტე პროექტი უკვე 2021 წლის იანვარში დაიწყება. ე-საბაჟოს საპილოტე პროექტი არის ათვლის წერტილი, რომელიც მოჰყვება რეკომენდაციებს აუცილებელი იურიდიული, ტექნიკური და საორგანიზაციო მოდიფიკაციების და გადაწყვეტების სრულმასშტაბიან დანერგვასთან დაკავშირებით.

ახალი ამბები

იხილეთ ყველა