დასრულებული

პროექტის მოქალაქეზე ორიენტირებული ციფრული სერვისების განვითარება მიზანი იყო საჯარო ციფრული სერვისების განვითარების გაუმჯობესება სომხეთში შემდეგი საშუალებებით: ელ-მმართველობის მენეჯმენტის პოტენციალის, პოლიტიკის დასახვის, პოლიტიკის განხორციელების და ციფრული იდენტიფიკაციის (eID) სერვისების გაუმჯობესება საჯარო სერვისების მისაწოდებლად.. მან განსაზღვრა უმთავრესი ელ-სერვისები: მოხდა იმ სერვისების კარტირება და კატალოგის შექმნა, რომლებიც ხელს უწყობს ციფრულ სერვისებს, არსებული სომხური ციფრული რესურსების და რეესტრების ჩათვლით; …

მოქალაქეზე ორიენტირებული ციფრული სერვისების განვითარება Read More »

ეს პროგრამა, რომელსაც ახორციელებს ევროპის საბჭო, ხელს შეუწყობს აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების კიბერუსაფრთხოების მუქარისადმი მდგრადობის გაუმჯობესებას და სისხლის სამართლებრივი ღონისძიებების განხორციელებას პარტნიორ ქვეყნებში, და ის ორიენტირებული იქნება ორ ძირითად შემადგენელ ელემენტზე. პირველი – ტექნიკური და თანამშრომლობის მექანიზმების შემუშავება, რომლებიც ზრდის კიბერუსაფრთხოებას და კიბერშეტევების საწინააღმდეგო მზადყოფნას, და მეორე – კიბერდანაშაულის საწინააღმდეგო ეფექტური ჩარჩოს სრულყოფილი განხორციელება.  ამოცანები ამ …

CyberEast – კიბერდანაშაულზე ქმედება კიბერუსაფრთხოების მუქარისადმი მდგრადობისთვის აღმოსავლეთ პარტნიორობის რეგიონში Read More »

პროექტის მიზანია კიდევ უფრო დაუახლოვოს აღმოსავლეთ პარტნიორობის ყველა ქვეყანა ევროკავშირის კიბე უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ ძირითად პრინციპებს, პარტნიორ ქვეყნებს შორის განვითარებაში არსებული განსხვავებების გათვალისწინებით. ამოცანები პროექტის ამოცანაა ტექნიკური და თანამშრომლობის მექანიზმების შემუშავება, რომლებიც ზრდის კიბერუსაფრთხოებას და მზადყოფნას კიბერშეტევებისთვის წინააღმდეგობის გასაწევად, ევროკავშირის სტანდარტების შესაბამისად. საქმიანობა პროექტი ახორციელებს შემდეგ საქმიანობას: კიბერუსაფრთხოება ეროვნული კიბერუსაფრთხოების მმართველობის და საკანონმდებლო ჩარჩოს გაძლიერება აღმოსავლეთ …

EU4Digital: Cybersecurity EAST Read More »

პროექტი, რომელსაც ახორციელებს მსოფლიო ბანკი, ხელს უწყობს აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებს განვითარებაში და მაღალსიჩქარიანი ფართოზოლოვანი ეროვნული სტრატეგიების ადრეულ ეტაპზე განხორციელებაში ევროკავშირის სათანადო სტრატეგიების შესაბამისად, ტექნიკური დახმარების და პოტენციალის შექმნის მხარდაჭერით. ამოცანები პროექტის ძირითადი ამოცანაა მაღალსიჩქარიანი ფართოზოლოვანი სტრატეგიების დანერგვის დაჩქარება აღმოსავლეთ პარტნიორობის რეგიონში, რაც განხორციელდება მაღალსიჩქარიანი ფართოზოლოვანი  ეროვნული სტრატეგიების ამოქმედებით ევროკავშირის ანალოგიური სტრატეგიების შესაბამისად. მაღალსიჩქარიანი ფართოზოლოვანი სტრატეგიების …

ინიციატივა EU4Digital: მაღალსიჩქარიანი ფართოზოლოვანი სტრატეგიები აღმოსავლეთ პარტნიორობის რეგიონში Read More »

სამწლიანი პროექტის EU4Armenia: e-Gov Actions (2017-2020 – 5.65 მილიონი ევრო) მიზანია ოპერაციულად თავსებადი სამთავრობო პლატფორმის შექმნა, რომელიც იძლევა გამარტივებული და სტანდარტიზებული უსაფრთხო კავშირების დამყარების საშუალებას სომხეთის საჯარო ადმინისტრაციის ყველა ორგანიზაციას შორის, და „ერთი ფანჯრის“ პრინციპის შემოღება საზღვრის გადაკვეთის პუნქტებისთვის. ეს პროექტი გაზრდის ე-მმართველობის სერვისების გამჭვირვალობას, საჯარო კონტროლს და პროგნოზირების საშუალებას, ხოლო მისი მიზანია უზრუნველყოს დროის …

EU4Armenia: e-Gov Actions Read More »

სამწლიანი პროექტის ამოცანაა ხელი შეუწყოს სოფლის მეურნეობის სუბსიდიების სამართლიან და გამჭვირვალე განაწილებას, სარწმუნო მონაცემების მიწოდებას პოლიტიკის დასახვის და პოლიტიკის ზეგავლენის შეფასების საკითხებში გამოსაყენებლად, და საბოლოო ჯამში დაეხმაროს ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებას სასოფლო რეგიონებში.

ამ პროექტის (2017-2019 – 0.8 მილიონი ევრო) მიზანია გაზარდოს ნოვაია ჰუტა – ნოვი იარილოვიჩის საგზაო საზღვრის გადაკვეთის პუნქტზე მომუშავე საბაჟო სამსახურების საქმიანობის ეფექტურობა და ეფექტიანობა, და აამოქმედოს ვიდეო კონტროლის ავტომატიზებული „ჭკვიანი“ სისტემა სრული აღჭურვილობით, საინფორმაციო ტექნოლოგიის აპარატურით და პროგრამული უზრუნველყოფით.

ევროკავშირის მიერ დაფინანსებული აღნიშნული თვინინგის პროექტის (2019-2021- 1.2 მილიონი ევრო) მიზანია სივრცული მონაცემების გაზიარების პოტენციალის გაუმჯობესება, ეროვნული საკადასტრო სააგენტოს ე-სერვისების და საინფორმაციო ტექნოლოგიური პოტენციალის გაძლიერება და მონაცემთა შექმნის, მართვის და გაცვლის პოტენციალის გაძლიერება ეროვნული საკადასტრო სააგენტოს მასშტაბით. 

ევროკავშირის აღნიშნული თვინინგის პროექტის (2017-2019 – 1.7 მილიონი ევრო) მიზანია საქართველოს ტელეკომუნიკაციების მარეგულირებელი ჩარჩოს და საოპერაციო პოტენციალის განვითარების მხარდაჭერა ევროკავშირის მარეგულირებელი ჩარჩოს შესაბამისად, და საქართველოს ელექტრონული კომუნიკაციების სექტორის ბაზრის ყველა მოთამაშისთვის კონკურენტული გარემოს უზრუნველყოფა.

ეს პროექტი (2017-2019 – 1 მილიონი ევრო) ეხმარება „ერთი ფანჯრის“ პრინციპის განხორციელების მომზადებას მოლდოვაში იმპორტირებულ, მოლდოვადან ექსპორტირებულ და მოლდოვაში ტრანზიტით მოძრავ საქონელზე, და ეხმარება ზოგადი სატრანზიტო პროცედურების კონვენციის და ფორმალობათა გამარტივების კონვენციის მომზადებას საქონლით ვაჭრობაში (ახალი კომპიუტერიზებული სატრანზიტო სისტემის ჩათვლით).

Scroll to Top