მზადყოფნა როუმინგისთვის: პროგრამის EU4Digital კამპანია აღმოსავლეთ პარტნიორობის რეგიონში როუმინგის შეთანხმების განსახორციელებლად

  • თარიღი: 18/05/21
  • გააზიარეთ:

პროგნოზის მიხედვით, როუმინგის ფასები აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებს შორის მომავალი ხუთი წლის განმავლობაში დაახლოებით 90%-ით შემცირდება როუმინგის რეგიონული შეთანხმების ფარგლებში, რომელსაც მხარს უჭერს ინიციატივა EU4Digital. აღნიშნული შეთანხმების ხელმოწერა მიმდინარე წლის ბოლოს, ხოლო მისი ძალაში შესვლა 2022 წელს არის ნავარაუდევი.

დაგეგმილი შეთანხმება ემყარება ევროკავშირის როუმინგის რეგულაციების გამოცდილებას და მის უაღრესად წარმატებულ შეთანხმებას „როუმინგი, ისე როგორ სახლში“ – „უკეთესი კავშირი, უფრო ინტენსიური გამოყენება და უფრო დაბალი ფასები ყველასთვის“, – როგორც აღნიშნავს ევროკავშირის სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში გენერალური დირექტორატის ხელმძღვანელის მოადგილე კატერინა მატერნოვა. გარდა ამისა, შეთანხმებამ შესაძლოა სამომავლოდ ნიადაგი მოამზადოს გაფართოებული როუმინგის სივრცისთვის აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებს და ევროკავშირს შორის.

ვინაიდან იაფი როუმინგის პერსპექტივა ახლოვდება, პროგრამამ EU4Digital ჩაატარა კამპანია შემდეგი საკითხების გასაშუქებლად: ამ შეთანხმების მნიშვნელობა მოქალაქეების, ბიზნესის, ოჯახებისა და მოგზაურებისთვის; დამოუკიდებელი მარეგულირებელი უწყებების ძირითადი ფუნქცია, რომლიც უზრუნველყოფს მომხმარებლების მიერ ამ შეთანხმების უპირატესობებით სარგებლობას.

ადგილობრივი პრესის და სოციალური მედიის საშუალებით მხარდაჭერილი კამპანია აგებული იყო ისტორიების ციკლზე, რომლებიც ადგილობრივ მედია-პარტნიორებთან თანამშრომლობით შეიქმნა. 

ამ ისტორიებს შეგიძლიათ გაეცნოთ აქ:

გარდა ამისა, კამპანიის წარმართვას ხელს შეუწყობს სოციალურ მედიაში გავრცელებული ვიდეორგოლების და ინფოგრაფიკის სერია და მხარდაჭერა საზოგადოებრივი აზრის შემქმნელების მხრიდან, რომლებიც თავიანთ „სელფებს“ ინსტაგრამის საკუთარ არხებზე ტვირთავენ.

კამპანიის ფარგლებში ასევე გაშუქდა პროგრამის EU4Digital ტელეკომუნიკაციის წესების მიმართულების საქმიანობის ძირითადი სფეროები ინფოგრაფიკის საშუალებით, ხოლო ე-ბარათების კომპლექტით ამ საკითხთან დაკავშირებულ პრაქტიკულ შეკითხვებს გაეცა პასუხი.

ახალი ამბები

იხილეთ ყველა