რეგიონული როუმინგის შეთანხმება: როგორ შეიძლება როუმინგზე ფასები თითქმის 90%-ით დაეცეს აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში

  • თარიღი: 19/11/20
  • გააზიარეთ:

მოსალოდნელია, რომ 2026 წლამდე როუმინგზე ფასები აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში თითქმის 90%-ით დაეცემა რეგიონული როუმინგის შეთანხმების ფარგლებში, რომელიც ინიციატივის EU4Digital მხარდაჭერით ახლა დასრულების ფაზაშია.

2019 წლის თებერვალში, ციფრული ეკონომიკის საკითხზე ჩატარებულ აღმოსავლეთ პარტნიორობის მინისტერიალის დროს  აღმოსავლეთ პარტნიორობის ექვსმა ქვეყანამ კიდევ ერთხელ დაადასტურა საკუთარი ვალდებულება, რომელიც გულისხმობს რეგიონული როუმინგის შეთანხმების (RRA) ხელმოწერას. ამ საბოლოო დადასტურების შემდეგ, პროგრამის EU4Digital ტელეკომის წესების გუნდი მუშაობდა რეგიონულ ინიციატივაზე, რომლის მიზანია საერთაშორისო მობილური როუმინგის სარეგულაციო ჩარჩოების ჰარმონიზაცია აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში.

გეოგრაფია

როუმინგის რეგიონული შეთანხმება გულისხმობს, რომ აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების (აზერბაიჯანი, ბელარუსი, მოლდოვა, საქართველო, სომხეთი და უკრაინა) მობილური ოპერატორების მომხმარებლები შეძლებენ მობილური სერვისების გამოყენებას აღმოსავლეთ პარტნიორობის ექვსიდან ნებისმიერ ქვეყანაში ვიზიტის დროს.

გავლენა

პროგრამის EU4Digital მიერ გაკეთებული ანგარიში როუმინგის საკითხზე უჩვენებს, რომ როუმინგის რეგიონული შეთანხმება დადებითად აისახება საზოგადოებაზე აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში. როგორც მოსალოდნელია, აღმოსავლეთ პარტნიორობის ექვსი ქვეყნის მომხმარებლებისთვის  როუმინგზე ფასები თანდათან შემცირდება ხუთწლიანი გარდამავალი პერიოდის განმავლობაში, რაც ხელს შეუწყობს აუცილებელ საბაზრო ცვლილებებს.

მოსალოდნელია, რომ გარდამავალი პერიოდის ბოლოს 2026 წელს, საცალო ფასები როუმინგის სერვისების მომხმარებლებისთვის აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში 87%-ით შემცირდება. შეფასების მიხედვით საერთო დადებითი გავლენა არის 4.6 მილიონი ევრო – ეს მაჩვენებელი წარმოადგენს სხვაობას მომხმარებლის ჭარბ რაოდენობას და მობილური ოპერატორების შემოსავლების დანაკარგებს შორის.

სერვისები

როუმინგის რეგიონული შეთანხმება მოიცავს მობილური კომუნიკაციის ყველა სერვისს, რომელიც ჩვეულებრივ ხელმისაწვდომია როუმინგის მომხმარებლებისთვის:

  • ხმოვანი ზარების განხორციელება და მიღება;
  • SMS-ების გაგზავნა და მიღება;
  • მობილური მონაცემების გადაცემის სერვისების გამოყენება.

შემდგომი ნაბიჯები როუმინგის რეგიონული შეთანხმების ხელმოწერის მიზნით, აღმოსავლეთ პარტნიორობის თითოეულ ქვეყანაში უნდა ჩატარდეს როუმინგის რეგიონული

შეთანხმების საბოლოო ტექსტის დამტკიცების პროცედურები სახელმწიფოს დონეზე. პროგნოზების მიხედვით, როუმინგის რეგიონული შეთანხმების გრაფიკია:

  • 2021 წლის შემოდგომა

აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების მინისტრები გეგმავენ როუმინგის რეგიონული შეთანხმების ხელმოწერას.

  • 2021 წლის განმავლობაში

როუმინგის რეგიონული შეთანხმების ამოცანების შესრულების და მისი განხორციელებისთვის საჭირო ნებისმიერ კანონში და/ნორმატიულ-სამართლებრივ აქტში შესატანი შესწორების დამტკიცება.

  • 2022 წლის 1 იანვარი

ძალაში შედის როუმინგის რეგიონული შეთანხმება, აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების მოსახლეობა ნაკლებს გადაიხდის მობილური კომუნიკაციის სერვისებში როუმინგის განხორციელების დროს აღმოსავლეთ პარტნიორობის ექვს ქვეყანას შორის.

  • 2023 – 2025

როუმინგზე ფასები განაგრძობს შემცირებას შემოთავაზებული ტრაექტორიის შესაბამისად. მოსალოდნელია, რომ ამ პერიოდის დასასრულს 2026 წელს როუმინგზე გადასახადები მომხმარებლებისთვის 87%-ით შემცირდება.

  • 2026 წლის 1 იანვარი

მოსალოდნელია, რომ როუმინგზე გადასახადები მომხმარებლებისთვის კიდევ უფრო შემცირდება იმის შედეგად, რომ მოხდება ევროკავშირის საბითუმო ფასების ახალი განაკვეთების ასახვა და საცალო ფასების დადგენა შიდა ბაზრის გამოთვლილი ეფექტური ფასების დამატებით.

ხელმოწერის შემდეგ როუმინგის რეგიონული შეთანხმება უზრუნველყოფს როუმინგზე შესაბამისი ფასების მნიშვნელოვან შემცირებას აღმოსავლეთ პარტნიორობის ექვს ქვეყანას შორის. ეს საშუალებას მისცემს მობილური კომუნიკაციის ქსელების როუმინგის მომხმარებლებს ისარგებლონ უფრო ხელმისაწვდომი სერვისებით როუმინგის გამოყენებისას აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში.გარდა ამისა, ცვლილებების გატარება საკანონმდებლო და სარეგულაციო სისტემაში, რაც აუცილებელია როუმინგის რეგიონული შეთანხმების განსახორციელებლად, წინ გადადგმული ნაბიჯი იქნება პარტნიორი ქვეყნების ეროვნული სარეგულაციო სისტემების ევროკავშირის სარეგულაციო ჩარჩოსთან ჰარმონიზაციის პროცესში.

საერთაშორისო როუმინგის ზონა აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებს და ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებს შორის

ერთიანი საერთაშორისო როუმინგის ზონის შესაძლებლობის გამოკვლევის ვალდებულება, მათ შორის როუმინგის ტარიფების ეკონომიკურად მდგრადი შემცირება აღმოსავლეთ პარტნიორ ქვეყნებს და ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებს შორის, დამტკიცდა აღმოსავლეთ პარტნიორობის მინისტრთა შეხვედრაზე ციფრული ეკონომიკის საკითხებზე 2019 წლის თებერვალში. გარდა ამისა, მიღწეული იქნა შეთანხმება დისკუსიის დაწყების და ტექნიკურ-ეკონომიკური დასაბუთების კვლევის ჩატარების შესახებ ამ პროცესის მხარდასაჭერად. ამ საბოლოო დამტკიცების შემდეგ აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების მინისტრთა მიერ,პროგრამამ EU4Digital 2020 წლის ოქტომბერში დაიწყო აღმოსავლეთ პარტნიორობის და ევროკავშირის როუმინგის კვლევა, რაც არის ახალი საქმიანობა  ტელეკომის წესების თემატიკის სფეროში. აღმოსავლეთ პარტნიორობა-ევროკავშირის ერთიანი როუმინგული სივრცის შესაძლებლობის შემდგომი შეფასების ერთ-ერთი ძირითადი წინაპირობაა როუმინგის რეგიონული შეთანხმების ხელმოწერა

აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებს შორის, რომელიც ასევე პროგრამის EU4Digital გუნდის მხარდაჭერით ხორციელდება.

როგორც მოსალოდნელია, როუმინგის რეგიონული შეთანხმების (RRA) ხელმოწერის ცერემონია 2021 წლის შემოდგომაზე გაიმართება. სამომავლოდ, თუკი დამტკიცდება ერთიანი როუმინგული სივრცის განხორციელების შესაძლებლობა აღმოსავლეთ პარტნიორობას და ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებს შორის, აღმოსავლეთ პარტნიორობა-ევროკავშირის კვლევა მიზნად დაისახავს მისი განხორციელებისთვის ყველაზე უფრო შესაბამისი საკანონმდებლო, ეკონომიკური და ტექნიკური ალტერნატივების შეთავაზებას.


წარმატების ისტორიები

იხილეთ ყველა