აღმოსავლეთ პარტნიორობის კოორდინატორებს და ევროკავშირის წარმომადგენლობებს როუმიონგის რეგიონული შეთანხმება წარუდგინეს

  • თარიღი: 01/07/20
  • გააზიარეთ:

2020 წლის 25 ივნისს ჩატარდა როუმინგის რეგიონული შეთანხმების (RRA) წარსადგენი შეხვედრა, რომელშიც მონაწილეობდნენ ციფრული ბაზრების ჰარმონიზაციის (HDM) კოორდინატორები აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებიდან, ქვეყნების წარმომადგენლები ევროკავშირის წარმომადგენლობებიდან და აღმოსავლეთ პარტნიორობის ელექტრონული კომუნიკაციების მარეგულირებელთა ქსელის (EaPeReg) წევრები.

შეხვედრის დროს ევროკავშირის წარმომადგენლობებს და ციფრული ბაზრების ჰარმონიზაციის კოორდინატორებს გააცნეს როუმინგის რეგიონული შეთანხმების ხელმოწერის კონტექსტი და სტრატეგიული გეგმა, ასევე როუმინგის რეგიონული შეთანხმების სამუშაო ვერსია. ამ პრეზენტაციის მიზანი იყო ციფრული ბაზრების ჰარმონიზაციის კოორდინატორების ინფორმირება როუმინგის რეგიონულ შეთანხმებასთან დაკავშირებული ვითარების განვითარების შესახებ, რათა საჭიროების შემთხვევაში მათ შეძლონ მომავალი ეროვნული შესაბამისობაში მოყვანის პროცესის მხარდაჭერა პოლიტიკურ დონეზე.

როუმინგის რეგიონული შეთანხმების საბოლოო ვერსია წარდგენილი იქნება დასამტკიცებლად აღმოსავლეთ პარტნიორობის მომდევნო ციფრული ბაზრების ჰარმონიზაციის პანელზე (HDM Panel) 2020 წლის ოქტომბერში. როუმინგის რეგიონული შეთანხმების ხელმოწერა დაგეგმილია აღმოსავლეთ პარტნიორობის ციფრული ეკონომიკის საკითხების მეოთხე მინისტერიალის შეხვედრის დროს 2020 წლის დეკემბრის დასაწყისში. როუმინგის რეგიონული შეთანხმება უზრუნველყოფს შესაბამისი როუმინგის ფასების მნიშვნელოვან შემცირებას აღმოსავლეთ პარტნიორობის ექვი ქვეყნის მობილური სერვისების მომხმარებლებისთვის.

ახალი ამბები

იხილეთ ყველა