რეგიონული სემინარი სპექტრის განაწილების საკითხზე 5G-ს კონტექსტში

  • თარიღი: 21/12/21
  • გააზიარეთ:

2021 წლის 14-15 დეკემბერს ევროკომისიის TAIEX ინსტრუმენტის (ტექნიკური დახმარების და ინფორმაციის გაცვლის ინსტრუმენტი) ფარგლებში ჩატარდა რეგიონული სემინარი „სპექტრის განაწილება 5G-ს კონტექსტში“. სემინარის მიზანი იყო განეხილა ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების საუკეთესო პრაქტიკა რადიოსიხშირის სპექტრის განაწილების სფეროში და ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების მიერ განხორციელებული ღონისძიებები 5G აუქციონისთვის.

ორდღიან სემინარზე მონაწილეებს აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებიდან გააცნეს რადიოსიხშირის სპექტრის პოლიტიკის ჯგუფის (RSPG) მუშაობა სპექტრის განაწილების საკითხზე, 5G ლიცენზირების ვალდებულებები ევროკავშირის სხვადასხვა ქვეყნებში, ევროკავშირის რეგულაცია სპექტრის განაწილების შესახებ, სპექტრის განაწილების ერთობლივი ლიცენზირებული წვდომის (LSA) მოდელი და სხვ. სემინარი დაემთხვა 2021 წლის 15 დეკემბერს ბრიუსელში ჩატარებულ აღმოსავლეთ პარტნიორობის მეექვსე სამიტს, რომელზეც ევროკავშირის, ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების და აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების ლიდერებმა ერთობლივი დეკლარაცია მიიღეს. დეკლარაციაში გაშუქებულია 5G ქსელების უსაფრთხოება ევროკავშირის კოორდინირებულ მიდგომასთან შესაბამისობაში მოყვანის საშუალებით, რისთვისაც განხორციელდება  სპექტრის რეგიონული შეთანხმების (RSA) მხარდაჭერა.

ახალი ამბები

იხილეთ ყველა